ჟერარ დეპარდიეს თქმით, დედამისმა, ალის მარიემ, არაერთხელ სცადა მისი მოშორება აბორტების მეშვეობით, თუმცა ის მაინც გაჩნდა. 10 წლის რომ გახდა, მთელი 5 წლით უფროსს ჰგავდა და ხვდებოდა, რომ საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებში. როდესაც
პარიზში გადასულმა კვლავ განაგრძო პროსტიტუციით თავის რჩენა. პარალელურად თეატრალურ ოსტატობას სწავლობდა, თუმცა ამბობს, რომ მაშინაც ძარცვავდა თავის კლიენტებს. დეპარდიეს თქმით, ასევე ჯიბგირობდა 1968 წლის პარიზულ ბარიკადებზე დგომისას - ქუჩაში მწოლიარე აქციების მონაწილე ხალხს ჯიბეებს უსუფთავებდა.
ყველასთვის ცნობილია მისი მიდრეკილება ალკოჰოლისადმი. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, სასმლით ებრძვის თავის შიშს იმ ხმების მიმართ, რომლებსაც მისი სხეული გამოსცემს. ''პირდაპირ მაგიჟებს ის ხმაური, რაც ჩემ შიგნით არის: გულისცემა, სახსრების ტკაცუნი, შიგნეულობის რუყრუყი. ეს ჩემს ფობიად იქცა და როცა მარტო ვრჩები, რომ არ გავგიჟდე, ალკოჰოლს ვეძალები. ვერც კი ვიძინებ, თუ გათიშვამდე არ დავთვერი''.
დეპარდიემ წიგნში პუტინთან მეგობრობაზეც ილაპარაკა: ''ჩვენ ორივეს შეგვეძლო ჯიბგირებად ქცევა. ვფიქრობ, მას მოეწონა ჩემი ხულიგნური მხარე... როგორც ჩემს შემთხვევაში, ვერც მას უწინასწარმეტყველებდნენ ვერაფერ კარგს, როცა 15 წლის იყო''.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















