15 ოქტომბერი, 2014
ჟერარ დეპარდიეს სენსაციური აღიარება: ''რომ გადავრჩენილიყავი, მამაკაცებზეც ვყიდდი სხეულს''
პარიზში გადასულმა კვლავ განაგრძო პროსტიტუციით თავის რჩენა ცნობილმა მსახიობმა ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში ''ასე მოხდა'' თავისი წარსულის შავ-ბნელ მხარეებზე ისაუბრა, განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო მისი მოურიდებელი ნაამბობი იმის შესახებ, როგორ მისდევდა პროსტიტუციას ჯერ კიდევ პატარა ბიჭი და როგორ ძარცვავდა საფლავებს.

ჟერარ დეპარდიეს
თქმით, დედამისმა, ალის მარიემ, არაერთხელ სცადა მისი მოშორება აბორტების მეშვეობით, თუმცა ის მაინც გაჩნდა. 10 წლის რომ გახდა, მთელი 5 წლით უფროსს ჰგავდა და ხვდებოდა, რომ საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებში. როდესაც
ასეთი ადამიანები ბინძური წინადადებებით მიმართავდნენ, ისიც თანხმდებოდა, ფულის სანაცვლოდ. ასევე ეხმარებოდა უფროს მძარცველებს საფლავების ამოთხრაში, რომ მერე მიცვალებულებისთვის ტანსაცმელი და ნივთები ამოეცალათ, 16 წლისა კი სამი კვირა იჯდა ციხეში მანქანის გატაცებისთვის.

პარიზში გადასულმა კვლავ განაგრძო პროსტიტუციით თავის რჩენა. პარალელურად თეატრალურ ოსტატობას სწავლობდა, თუმცა ამბობს, რომ მაშინაც ძარცვავდა თავის კლიენტებს. დეპარდიეს თქმით, ასევე ჯიბგირობდა 1968 წლის პარიზულ ბარიკადებზე დგომისას - ქუჩაში მწოლიარე აქციების მონაწილე ხალხს ჯიბეებს უსუფთავებდა.
ყველასთვის ცნობილია მისი მიდრეკილება ალკოჰოლისადმი. როგორც თავის წიგნში აღნიშნავს, სასმლით ებრძვის თავის შიშს იმ ხმების მიმართ, რომლებსაც მისი სხეული გამოსცემს. ''პირდაპირ მაგიჟებს ის ხმაური, რაც ჩემ შიგნით არის: გულისცემა, სახსრების ტკაცუნი, შიგნეულობის რუყრუყი. ეს ჩემს ფობიად იქცა და როცა მარტო ვრჩები, რომ არ გავგიჟდე, ალკოჰოლს ვეძალები. ვერც კი ვიძინებ, თუ გათიშვამდე არ დავთვერი''.

დეპარდიემ წიგნში პუტინთან მეგობრობაზეც ილაპარაკა: ''ჩვენ ორივეს შეგვეძლო ჯიბგირებად ქცევა. ვფიქრობ, მას მოეწონა ჩემი ხულიგნური მხარე... როგორც ჩემს შემთხვევაში, ვერც მას უწინასწარმეტყველებდნენ ვერაფერ კარგს, როცა 15 წლის იყო''.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
საქართველო
გარეწარი
00:05 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
!
რას არ გაიგებ კაცი!!!
17:49 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
lali
გიჟია ეს ოხერი.
14:21 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS