წარმოშობით ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ევგენი პაპუნაიშვილის შესახებ არაერთხელ დამიწერია. 31 წლის ევგენი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოცეკვავეა და სასურველი სასიძოც.
როგორც ქორეოგრაფს არაერთი რუსი ვარსკვლავისთვის უსწავლებია ცეკვა, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად სექსუალური ქალბატონები გამოირჩევიან.
ევგენი ორჯერ მონაწილეობდა რუსულ შოუში ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და ორჯერვე დიდი წარმატებით. ერთხელ მისი პარტნიორი ქსენია სობჩაკი იყო, რომელთანაც სერიოზული რომანი გააბა,

ამჯერად ევგენის ცეკვების შესასწავლად კიდევ ერთმა სექსუალურმა ქალბატონმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ვიქტორია ბონიამ მიაკითხა. ბონიამ რუსულ ტელევიზიაში ახალი გადაცემაც წამოიწყო - ''სილამაზე შეკვეთით'' , რომლის მონაწილეებს სრულყოფილებისკენ სწრაფვაში ეხმარება.

ამ საქმეშიც ჩართო ევგენი და თავისი გადაცემის სტუმრებიც მასთან მიჰყავს ცეკვაში გასავარჯიშებლად. ევგენისთან ერთად ვნებიანი ცეკვის დროს გადაღებული ფოტოები ბონიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ახლა მთელი რუსეთი იმაზე მსჯელობს, უკვე მოხვდა თუ არა ევგენის ხიბლში რუსი ლამაზმანი და ელიან, როგორ განვითარდება მოვლენები.
ჟურნალი ''რეიტინგი''