- ''ნოემბრის კაცში'' თქვენი გმირი ბონდის გოგონას ახალი ვერსიაა?
- სულაც არა. ის ოფისის თანამშრომელია, რაიმე სპეცმომზადების გარეშე, თუმცა შემდეგ ნამდვილ ბრძო-ლებში ჩაერთვება. მას არ სურს ავანტიურებში მონაწილეობა, მაგრამ არჩევანი არ აქვს.
- თუმცა თქვენ ისევ სუპერგმირის მეგობრის როლში ხართ. რით მიგიზიდათ ამ როლმა?
- ჩემს გმირს
- მართალია, რომ კინოვარსკვლავის ყოველი დღე ზეიმს ჰგავს?
- ადამიანების უმრავლესობისთვის ჰოლივუდი ზღაპარია, ჩემთვის კი მძიმე შრომაა. თავს კონკიად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, წითელ ხალიჩაზე ყველა რაღაცას ვთამაშობთ, მაგრამ როცა შინ ვბრუნდები და მაკიაჟს ვიშორებ, ჩვეულებრივი ნაცრისფერი თაგუნია ვხდები.
- მარტოობა არ გიყვართ?
- მომწონს, როცა გვერდით არიან საყვარელი ადამიანები. მაგრამ ისეთი არ ვარ, სულ მჭირდებოდეს ვიღაცის მხარზე დაყრდნობა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიც კარგად ვგრძნობ თავს.
- ამიტომ არ ხართ გათხოვილი?
- რისთვის მინდა? პასპორტში ბეჭედი არ არის მნიშვნელოვანი. იმ აზრსაც ვუშვებ, რომ არასდროს შევქმნი ოჯახს. ჯერ არ ვარ მზად, რომ ჩემი განვითარება და მიზნები ქმარს შევწირო. თანაც, ორი ქორწინება უკვე მქონდა და ჯერ აღარ მინდა.
ჟურნალი ''რეიტინგი''