10 ოქტომბერი, 2014
45 ცხოვრებისეული გაკვეთილი 90 წლის ამერიკელი ჟურნალისტის რეგინა ბრეტისგან
რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს
ამერიკელი ჟურნალისტი რეგინა ბერტი მსოფლიოში ცნობილი გახდა იმით, რომ დაწერა ფილოსოფიური ნააზრევის ერთი სვეტი. გთავაზობთ ამ ნააზრევს, რომელიც ყველა აღაფრთოვანა.

1.
ცხოვრება არაა სამართლიანი, თუმცა მაინც კარგია.

2. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გადადგი კიდევ პატარა ნაბიჯი წინ.

3. ცხოვრება ძალიან პატარაა იმისთვის, რომ დრო სიძულვილზე დახარჯო.

4. საქმე შენზე ვერ იზრუნებს, როდესაც ცუდად ხარ. შენზე მეგობრები და მშობლები იზრუნებენ. გაუფრთხილდი მათთან ურთიერთობას.

5. ყოველთვე ვალები საკრედიტო ბარათით გადაიხადეთ.

6. არაა
აუცილებელი, ყველა კამათში გაიმარჯვო. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო.

7. ვინმესთან ერთად იტირეთ, ეს უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე სიმარტოვეში ტირილი.

8. შეგიძლია გაბრაზდე ღმერთზე, ის ამას გაგიგებს.

9. გადაინახე პენსიისთვის თანხა პირველივე ხელფასიიდან.

10. როდესაც საქმე შოკოლადის ჭამას ეხება, შეეწინააღმდეგე ამ სურვილს ბოლომდე.

11. შეურიგდი შენს წარსულს, რომ მან არ გააფუჭოს შენი აწმყო.

12. შესაძლებელია, შენს თავს უფლება მისცე და შვილების თანდასწრებით იტიროთ.

13. ნუ შეადარებს შენს ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, მათ რისი გადატანა უწევთ.

14. თუ ურთიერთობები საიდუმლო უნდა იყოს, მაშინ გირჩევნია, ამ ურთიერთობაში მონაწილეობა არ მიიღო.

15. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს თვალის დახამხამებაში, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. ღმერთი თვალს არ ახამხამებს.

16. ღრმად ამოისუნთქეთ, ეს ამშვიდებს გონებას.

17. გათავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ვერ დაარქმევთ სასარგებლოს, მხიარულსა და ლამაზს.

18. რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს.

19. როდესაც საქმე იქამდე მიდის, რომ უნდა გააკეთო ის რაც მთელი ცხოვრება გინდოდა, უარი ნამდვილად არ თქვა.

20. დაანთე სანთელი, გამოიყენე კარგი თეთრეული, ყოველთვის კარგი ხარისხის საცვლები ატარე. ყოველი დღე ხომ განსაკუთრებულია.

21. მოემზადე მეტისთვის, მერე მოხდეს, რაც მოსახდენია.

22. იყავი ექსცენტრიკული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს, რომ მყვირალა წითელი ჩაიცვა.

23. სექსის დროს ყველაზე მთავარი ორგანო - ტვინია.

24. შენს გარდა არავინაა პასუხისმგეებლი შენს ბედნიერებაზე.

25. ყოველი ე.წ. კატასტროფის შემდეგ თქვენს თავს დაუსვი კითხვა, იქნება თუ არა ის ასეთივე მნიშვნელოვანი ხუთი წლის შემდეგ.

26. ყოველთვის აირჩიე ცხოვრება.

27. აპატიე ყველას ყველაფერი.

28. ის, რასაც სხვები შენზე ფიქრობენ, არ უნდა გადარდებდეს.

29. დრო თითქმის ყველაფერს ცვლის, მიეცი დრო - დროს.

30. არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი, ის აუცილებლად შეიცვლება.

31. ნუ მიიღებ შენს თავს სერიოზულად, ამას არავინ აკეთებს.

32. დაიჯერე სასწაულების.

33. ღმერთს იმიტომ უყვარხარ, რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ შენ რაღაც გააკეთე ან არ გააკეთე.

34. არაა აუცილებელი შეისწავლო ცხოვრება. შენ საკუთარ თავს გამოავლენ და იმდენს გააკეთებ, რასაც მოასწრებ.

35. დაბერება უკეთესი ალტერნატივაა ახალგაზრდობაში სიკვდილის.

36. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.

37. საბოლოოდ აზრი იმას აქვს, რომ შენ სიყვარული გამოსცადე.

38. სასეირნოდ ყოველდღე იარე. სასწაულები ყველგან ხდება.

39. თუ ჩვენ მოვაგროვებთ მთელ ჩვენს პრობლემებს და სხვისას შევადარებთ, მაშინვე ჩვენსას ვარჩევდით.

40. შური ეს დროის უქმად კარგვაა. თქვენ უკვე გაქვთ ის, რაც გჭირდებათ.

41. თუმცა ყველაფერი კარგი წინ გელოდება.

42. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, წამოდექი, ჩაიცვი და ხალხს შეერიე.

43. არასდროს არაა გვიან გქონდეს, ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

44. დაუთმე.

45. მართალია ცხოვრება ბაფთით არაა შეკრული, მაგრამ ის მაინც საჩუქარია.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS