მოგვიანებით მაფიამ
წლების განმავლობაში მაფიოზებმა თავიანთ წრეში ჩამოაყალიბეს პრინციპები და თავისებური სიბრძნე, რომელიც მათ დაეხმარათ, გადარჩენილიყვნენ.
1. ნუ შეეხები პრობლემას, სანამ პრობლემა თავად არ შეგეხება.
2. გაითვალისწინე ისეთი რჩევები, რომლებიც უპირატესობას მოგანიჭებს და შენ თავად სხვას ასეთი რჩევა არასდროს მისცე.
3. თუ იტყუები, მოკლედ თქვი.
4. არაფერი პირადული, ეს მხოლოდ ბიზნესია.
5. თევზს გაღებული პირი კლავს.
6. შეიძლება თუ არა მტერს ვაპატიოთ? ღმერთმა აპატიოს. ჩვენი დანიშნულებაა, მათ შეხვედრას გავუკეთოთ ორგანიზება.
7. ზოგიერთები ფრთხილობენ, რომ არ წააგონ. ფრთხილად თუ თამაშობ, აუცილებლად წააგებ.
8. შემთხვევითი დამთხვევები არ არსებობს.
9. სულელია, ის ვისაც არ შეუძლია, თავისი სიბრძნის დაფარვა.
10. ერთი წუთით მოთმინება ათწლიანი კომფორტის გარანტიაა.
11. არწივი ბუზებზე არ ნადირობს.
12. სამ ათეულ ჩემს თავისმკვეთელს გავცვლიდი ერთ ისეთ ადამიანში, ვისაც პრობლემის მოგვარება ლაპარაკით შეუძლია.
13. დაპირებაზე ადვილი არაფერია.
14. ნუ შეანჯღრევთ მწვანე ვაშლს. როცა ვაშლი დამწიფდება, ის თავად ჩამოვარდება.
15. გველი ხვრელიდან ყოველთვის სხვისი ხელი ამოიყვანე.
16. ბავშვობაში ღმერთს ველოსიპედს ვთხოვდი. შემდეგ მივხვდი, რომ ღმერთი სხვაგვარად მუშაობს. მოვიპარე ველოსიპედი და დავიწყე ლოცვა, რომ უფალს შევეწყალებინე.
17. დროდადრო აიტანე სულელები. მათგან რაიმე ღირებული შეიძლება, გაიგო,მაგრამ მათთან არასდროს იკამათო.
18. მსოფლიო ეკუთვნის მომთმენებს.
19. ნუ შეამოწმებ მდინარის სიღრმეს ორივე ფეხით.
20. იყავი კორექტული ყველასთან და კომუნიკაბელური ბევრთან, ახლოს რჩეულებთან და მეგობარი ერთეულებისთვის.
კესო ლაღიძე