20 ივნისი, 2013
თინა კანდელაკს რუსეთის პირველი ლედობა სურს?
ნებისმიერი ბედნიერი ქალი, თუნდაც სილამაზის აღიარებული კანონებით არალამაზი, ამ კონკურენციაში ყოველთვის გაიმარჯვებს. ბოლოს თინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განქორწინებას გამოეხმაურა. ''მნიშვნელობა არ აქვს, რა პოლიტიკურ თანამდებობაზე ხარ, შენი ოჯახი ყოველთვის იქნება ინფორმაციის კარგი წყარო. ბევრი ქვეყნის პირველი პირი მოდისა და ტენდენციების კანონმდებელია.
როგორც ჩანს, პუტინმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მნიშვნელოვანია ის, რომ მან არა მხოლოდ თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, არამედ თავისი შვილების ცხოვრებასაც მოჰფინა ნათელი.
თურმე ისინი რუსეთში სწავლობდნენ. შესაძლოა, მალე მათი სახეებიც ვიხილოთ. არ არის საჭირო პუტინმა განაცხადოს, რომ ის ''ქვეყანაზეა დაქორწინებული'' . ამ ქვეყანას სწორედაც რომ აუცილებლად სჭირდება პირველი ლედი.
ის უნდა იყოს ღია, საჯარო და უშუალო.
ჩვენ ისე უნდა ვტკბებოდეთ და ვხარობდეთ მისით, როგორც მიშელ ობამათი ან კარლა ბრუნით'' . 
იმედია, თინა საკუთარ თავს არ გულისხმობდა ამ განმარტებებში, რადგან დიდი ხანია ცნობილია, რომ ის პოლიტიკით დაინტერესებულია და შესანიშნავი ურთიერთობები აქვს პუტინთან. ისევე, როგორც მედვედევთან თუ ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვთან, რომელიც მისთვის ძვირფას საჩუქრებს არ იშურებს და ''ტვიტერში'' მის აქტიურ მეგობრებს შორის არის.
Rating
თინამ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ რუსულ ჟურნალს და ძირითადად თავის სილამაზეზე ისაუბრა. აღიარა, რომ ფორმასა და სილამაზეს ინარჩუნებს
ალკოჰოლისა და თამბაქოს სრული უარყოფით, ასევე ზუსტად მისდევს კოსმეტოლოგის ინსტრუქციებს.
პერიოდულად მეზოთერაპიასაც იტარებს. იმასაც აღიარებს, რომ ყოველთვის მზად იქნება, ნებისმიერი ახალი მეთოდი მოსინჯოს, რაც კანის ახალგაზრდობის გარანტიას მისცემს. ერთადერთი, რასაც უარყოფს, ბოტოქსია. 17 წლის ასაკიდან თინა თურმე დროსა და ფულს არ იშურებს იმისთვის, რომ კანი ყოველთვის მოვლილი ჰქონდეს. და რასაკვირველია, სილამაზისთვის მთავარია შინაგანი განწყობა.
Rating
''გარეგნული სილამაზე მხოლოდ ფასადია. ყველაზე მთავარია, როგორ გრძნობ თავს შინაგანად. არც ერთი უბედური ქალი, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, სილამაზეს არ გამოასხივებს. და ნებისმიერი ბედნიერი ქალი, თუნდაც სილამაზის აღიარებული კანონებით არალამაზი, ამ კონკურენციაში ყოველთვის გაიმარჯვებს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი შინაგანი მდგომარეობა: როგორც შინაგანად ვარ, ისეა ჩემი სახეც'' .
თინა კანდელაკი, რომელიც ტელეწამყვანობასთან ერთად, რა ხანია, საზოგადო მოღვაწეც არის, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და ჭკვიან ქალბატონად მიიჩნევა და მის აზრს ბევრი სცემს პატივს.
ამიტომ სხვადასხვა საკითხზე ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს და მის ცნობილ ბლოგზე გამოქვეყნებულ კომენტარებსა და სტატიებსაც არ ტოვებენ უყურადღებოდ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გარსევან სპირიდონოვიჩ
თინა: მე მინდა პირველი ლედობა, ანუ მიმბურჯგნე პუწინ შენ გახარებას :) -აი ეს სათაური მომწონს :)
18:56 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS