იაპონიაში სულ მალე გაიმართება ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა, რომელიც აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატისა და მსახიობის ბიოგრაფიას ეხება.
წიგნის - ''ბრიუს ლი, ჩემი ძმა'' ავტორი მსახიობის სიკვდილის შესახებ აგორებულ ჭორებსა და ძმის პირად ამბებზე ალაპარაკდა. იაპონიაში სულ მალე გაიმართება ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა, რომელიც აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატისა და მსახიობის ბიოგრაფიას ეხება.
რობერტ ლიმ კომენტარი გააკეთა იმ ეჭვებზე, თითქოს მისი ძმა ძალადობრივად მოკლეს. ''სიკვდილის წინ ჩემი ძმა მეტისმეტად დაკავებული იყო, რომ რაიმე უსიამოვნებაში
გახვეულიყო'' ,- აღნიშნა რობერტ ლიმ და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ჭორები მსახიობის მკვლელობის შესახებ, რომელიც თავის დროზე ვრცელდებოდა, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება.