07 ოქტომბერი, 2014
მაიკლ ჯექსონი - ნაადრევი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიო პოპ-მუსიკა შეცვალა
მაიკლ ჯექსონმა თავი პოპ-მუსიკის მეფედ გამოაცხადა და ეს ტახტი მან დამსახურებულად დაიკავა. ჯექსონი გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავთაგანია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით მიაღწია უდიდეს წარმატებას.

მისმა მუსიკამ მსოფლიოს ყველა კუთხეში შეაღწია. მთელი კარიერის მანძილზე ჩაწერილი ალბომების რაოდენობით მის მიერ დამყარებული რეკორდი დღემდე ვერავინ მოხსნა.

ექსცენტრიკულობამ, არაჩვეულებრივმა სიმღერებმა და ბრწყინვალე ქორეოგრაფიამ მაიკლ ჯექსონი პოპკულტურის სიმბოლურ სახედ აქცია. 80-იანი წლების პოპმუსიკის ვარსკვლავის საყოველთაო პოპულარობა XX საუკუნის კულტურული გლობალიზაციის მაგალითს წარმოადგენს.

ნაადრევი ვარსკვლავი

მაიკლ ჯექსონმა სახელი ადრეულ ასაკში გაითქვა,
როდესაც გასული საუკუნის 70-იან წლებში თავის ძმებთან ერთად ჯგუფ Jackson Five-ში გამოდიოდა. 8 წლის ჯექსონმა თავისი მუსიკალური კარიერა სწორედ ამ ჯგუფიდან დაიწყო. თუმცა, საერთაშორისო აღიარება მაინც სოლოკარიერამ, კერძოდ, მეორე ალბომ Thriller-ის გამოსვლამ მოუტანა.

ალბომი, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა

Thriller (1982) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომი აღმოჩნდა (65-100 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა), ხოლო ათწუთიან მუსიკალურ კლიპში გამოყენებული სპეცეფექტებით ჯექსონმა ამ ჟანრში რევოლუცია მოახდინა და დაამტკიცა, რომ გარდა მხატვრული მხარისა, კლიპს ფრიად მნიშვნელოვანი სარეკლამო პოტენციალიც გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ თჰრილლერ იყო პირველი ვიდეოკლიპი, რომელიც თავისი კულტურული ფასეულობის გამო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ვიდეოფაილების ნუსხაში მოხვდა. ფაქტობრივად, თავისი ესთეტიკითა და ქორეოგრაფიით მაიკლ ჯექსონი პოპკულტურის ყველაზე გავლენიან შემოქმედად ითვლება, რაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთგზის აღიარეს კიდეც.

ალბომის გარეკანი და სცენა ვიდეოკლიპიდან

ჯექსონის იაპონელი გულშემატკივარი.

კარიბის კუნძულ სენტ-ვისენტის მარკა მაიკლ ჯექსონის გამოსახულებით, 1985.

ინდოეთის ქალაქ ბანგალურუში გულშემატკივართა მიერ განთავსებული მაიკლ ჯექსონის პოსტერი.
მეხიკოში ჯექსონის თაყვანისმცემელი ვიდეო­კლიპ Thrille-იდან ცეკვის ერთ-ერთ სცენას ასრულებს.

გაგრძელება იხილეთ Time-ის სერიის ტომში ,,გლობალიზაცია"
ამ ტომში ასევე იხილავთ:

• ინტერვიუ ოსამა ბინ ლადენთან
• გლობალური დათბობა
• google-ის სამყარო
• XX საუკუნის ფოტოსახეები: 11 სექტემბრის ტერაქტი


13 ოქტომბრამდე წიგნის სპეციალური ფასი 7 ლარი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ერთად 8 ლარი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დიანა
მინდა ძალიან სად უნდა ვიყიდო
17:34 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS