39 წლის ცისკარიძე თეატრის შიდა ინტრიგებში გაეხვია, რაც განსაკუთრებულად გამწვავდა დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინზე თავდასხმის შემდეგ.
ფილინი თავდასხმის ორგანიზებაში ნიკოლოზ ცისკარიძესაც სდებდა ბრალს, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჰქონდა პრეტენზია.
ცისკარიძეს ბოლო დროს თეატრში განხორციელებული რეფორმები არ მოსწონდა და ამის შესახებ საჯაროდ ლაპარაკობდა.
სად აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას ცნობილი ბალერონი, ჯერჯერობით უცნობია.
ჟურნალი ''რეიტინგი''