20 ივნისი, 2013
ადოლფ ჰიტლერის მამა შვილთან შეხვედრას ითხოვს
მესამე რაიხისადმი მიძღვნილი ნივთების კოლექციონირების გარდა, კემპბელი მოძრაობა ''ჰიტლერული წესრიგის'' დამაარსებელია. კურიოზული შემთხვევა მოხდა აშშ-ში. ნიუ-ჯერსის მცხოვრები ჰიტ კემპბელი, რომელსაც მშობლის უფლებები ჩამოართვეს შვილებზე განხორციელებული ძალადობის გამო, სასამართლოს წინაშე ნაცისტური უნიფორმით წარდგა იმ იმედით, რომ თავის შვილებთან შეხვედრის უფლებას მიიღებდა.
ოთხი შვილის მამა ამტკიცებს, რომ მას შვილები მხოლოდ უჩვეულო სახელების გამო ჩამოართვეს, რომლებიც თვითონ შეურჩია: ადოლფ ჰიტლერი, ჯოსლინ არიული ნაცია, ჰონცლინ ჯინი და ჰაინრიხ ჰონსი.
''ნება მომეცით, მთელ მსოფლიოს დავუმტკიცო, რომ კარგი მამა ვარ, -
განაცხადა სასამართლოზე ნეონაცისტმა კემპბელმა, - არასდროს ჩამიდენია ბოროტება ჩემი შვილების მიმართ. მთავრობა კი ამბობს, რომ მე ნაცისტი ვარ და ჩემნაირებს არ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის''.
როგორც ცნობილია, კემპბელების ოჯახი ჯერ კიდევ 2008 წელს აღმოჩნდა პრესის ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებმა უარი თქვეს, ტორტზე კემპბელის ერთ-ერთი შვილის - ადოლფ ჰიტლერის სახელი დაეწერათ.
მესამე რაიხისადმი მიძღვნილი ნივთების კოლექციონირების გარდა, კემპბელი მოძრაობა ''ჰიტლერული წესრიგის'' დამაარსებელია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS