02 ოქტომბერი, 2014
მკაცრი აღზრდა უმაღლესი შედეგების მისაღწევად - სულის შემძვრელი ფოტოები
მკაცრი აღზრდის შედეგი ხშირად არის ბავშვის კომპლექსები კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვებზე აღზრდის სხვადასხვა სტილი. ყველაზე ტრავმულად ბავშვის ფსიქიკისთვის აღიარეს აღზრდის სტილი, რომელიც ცნობილია, როგორც "ჩინური სტილი". პირველად აღზრდის ჩინური სტილის შესახებ 2011 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც გამოვიდა ემი ჩუას წიგნი "ძუ ვეფხვის საბრძოლო ჰიმნი". ამ წიგნში იელის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი ემი ჩუა საუბრობს თავისი ორი ქალიშვილის აღზრდის მკაცრ ჩინურ მოდელზე. მისმა
გოგონებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუმცა წიგნს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, რადგან აღზრდის ბევრი მეთოდი სისასტიკესაც გულისხმობდა.

მეცნიერებმა, რომლებმაც აღზრდის ასეთი მეთოდების კვლევა ჩაატარეს, დაადასტურეს, რომ მიუხედავად მართლაც უდიდესი მიღწევებისა და შედეგებისა, რაც ამგვარ აღზრდას მოსდევს, ბავშვის ფსიქიკა სერიოზულ სტრესს განიცდის, რაც შემდგომში ნეგატიურად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, მის ხასიათსა და სოციალიზაციაზე. აღმოჩნდა, რომ მკაცრი აღზრდის შედეგი ხშირად არის ბავშვის კომპლექსები, სხვადასხვა ნევროზი და დეპრესიული მდგომარეობა. გარდა ამისა, ბავშვი, რომელიც მცირე ასაკიდან მიჩვეულია ზეწოლას, კრიტიკას მშობლების მირიდან, შემდეგ ხშირად უჭირს სკოლის კოლექტივთან ადაპტირება.


იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS