19 ივნისი, 2013
''მე ყოველთვის ვემორჩილებოდი ვლადიმირის სურვილებს...''
მე და ვალოდია ერთად ვმუშაობდით, კარგად მახსოვს ვალოდიასთან პირველი შეხვედრა... ახალი ნაყიდი ჰქონდა იმ დროს მოდური სტერეოსისტემა ''როსია'' და ამის აღსანიშნავად მე და ორი მეგობარი ბიჭი შინ მიგვიპატიჟა, ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა ''ჩემი და ლუდმილა ალექსანდროვნას ქორწინება დასრულდა'' , - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. იმ დღეს ვლადიმირ პუტინი დიდი ხნის პაუზის შემდეგ მეუღლესთან ერთად საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა.
ხმები იმის შესახებ, რომ მეუღლეები ერთად არ ცხოვრობდნენ, დიდი ხნის წინ გავრცელდა, შემდეგ ეს ამბავი თავად
სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა. რუსეთის პრეზიდენტმა განქორწინების შესახებ პროგრამა "ვესტი 24"-ის ეთერში ხმამაღლა განაცხადა.
ამის შემდეგ კი რუსეთის პირველი ლედი გულახდილად ალაპარაკდა თავის ქორწინებაზე, ქმარსა და შვილებზე.
ლუდმილა ალექსანდრეს ასულმა პუტინამ, რომლის ქალიშვილობის გვარი შკრებნევაა, 1986 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგ-რომანისტის სპეციალობით. 1986-1990 წლებში ქმართან ერთად გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა.
1990-1994 წლებში კი - ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა დახელოვნების კათედრაზე გერმანული ენის პედაგოგად.
ვლადიმირ და ლუდმილა პუტინებმა განქორწინების შესახებ გაკეთებული განცხადებით მრავალწლიან ქორწინებას საბოლოოდ დაუსვეს წერტილი. პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შორის რთული ურთიერთობის შესახებ პირველად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გამოქვეყნდა მწერალ ოლეგ ბლოცკის წიგნი ''ვლადიმირ პუტინი. ცხოვრების ამბავი'' , რომელშიც პრეზიდენტის მეუღლემ მკითხველს მათი გაცნობისა და თანაცხოვრების მომდევნო წლების ღირსშესანიშნავი მომენტების მოგონებები გაუზიარა.
ლუდმილა პუტინა იხსენებს, რომ მისი მეუღლის ცხოვრების სტილი, ჩაკეტილობა (ცოლმა მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ გაიგო, რომ მეუღლე ''სუკის'' ოფიცერი იყო), მუდმივად სამსახურში ყოფნა, არ შეესაბამებოდა ლუდმილას წარმოდგენას ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესახებ.
ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, მას ქმარი თანდათან, უფრო და უფრო მეტად უყვარდებოდა. დღეს ლუდმილას სიტყვები საპრეზიდენტო წყვილის ქორწინების ისტორიის უკეთ გარკვევაში გვეხმარება:
''მე და ვალოდია ერთად ვმუშაობდით, კარგად მახსოვს ვალოდიასთან პირველი შეხვედრა... ახალი ნაყიდი ჰქონდა იმ დროს მოდური სტერეოსისტემა ''როსია'' და ამის აღსანიშნავად მე და ორი მეგობარი ბიჭი შინ მიგვიპატიჟა, ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა''.

პირველი პაემნები

ჩვენი ურთიერთობები ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან ზომიერად ვითარდებოდა. შეიძლება ძალიან სახალისო არა, მაგრამ სტაბილური იყო. ამ ურთიერთობაში ერთმა უცნაურმა კანონზომიერებამ
იჩინა თავი: ორი თვე ყველაფერი კარგად იყო - შემდეგ რაღაც ნეგატივი, არეულ-დარეულობა, მოგვიანებით თითქოს ყველაფერი დალაგდა.
გრძნობებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს არ იყო წუთიერი გატაცება. ცხოვრებაში პირველად ნელ-ნელა შევეჩვიე და შევიყვარე ადამიანი.
პაემანი განსაკუთრებული ამბავია - შეხვედრისას არასოდეს არ ვაგვიანებდი, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი კი გაუთავებლად, საათ-ნახევრით აგვიანებდა. აქედან გამომდინარე, შემეძლო დაგვიანებით მივსულიყავი, მაგრამ ასე არ ვიქცეოდი, ხომ შეიძლებოდა ადრე მოსულიყო.
Rating
დაგვიანების პირველ თხუთმეტ წუთს ნორმალურად ვიტანდი, ნახევარ საათსაც არა უშავდა, მაგრამ როცა უკვე ერთი საათი გავიდოდა და ის არ ჩანდა, წყენისგან ვტიროდი, კიდევ ნახევარი საათის შემდეგ არანაირ ემოციას არ განვიცდიდი... როდესაც ბოლოს და ბოლოს, ვალოდია გამოჩნდებოდა, საქმის გარჩევას არ ვიწყებდი. საათნახევრიანი ლოდინით დაღლილს ემოციისთვის ძალა არ მყოფნიდა...
დაგვიანებას სამსახურს აბრალებდა, სადაც ყოველთვის პუნქტუალური იყო. პირად ცხოვრებაში მოიკოჭლებდა. მისდა საქებრად უნდა ითქვას, რომ ის თავს არასოდეს არ იმართლებდა, ასეთი იყო და მორჩა. მე მივხვდი, როგორიც იყო და არასოდეს იქნებოდა სხვანაირი.

გამოცდა
...მგონია, რომ ლენინგრადმა გარკვეული კვალი დაამჩნია ვალოდიას... ჩემი ქმარი მკაცრია, ეს თვისება, სხვათა შორის, მის მშობლებსაც ახასიათებდათ. ერთხელ წვეულებაზე წავედით, სადაც ეტყობა თავისუფლად ვიქცეოდი: ვცეკვავდი, ვმხიარულობდი, ვიცინოდი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ეს არ მოეწონა და გარკვევით მითხრა, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები შეუძლებელი იყო. მაშინვე გავიგე, რომ უნდა წავსულიყავი. არც კი შევკამათებივარ, რადგან ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
თანაც, მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც ესმის სიტყვა, მისი მნიშვნელობა. ნათქვამზე არ გავბრაზებულვარ, რადგან პატიოსნად მომექცნენ, ყველაფერი პირდაპირ მითხრეს. მე წამოვედი... მაგრამ ძალიან მალე გამიჭირდა. ძალიან!
ორი კვირის შემდეგ შინ მისულს კარში გარჭობილი პატარა წერილი დამხვდა: ''დიახ, მეგობარო, ეს მე ვარ!'' და ტელეფონის ნომერი... დავურეკე, მახსოვს, შეხვედრისას ვტიროდი, სიყვარულს ვუხსნიდი, ვეუბნებოდი, რომ ძალიან მჭირდებოდა. შემდეგ სადგურში მის გასაცილებლად წავედი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კვლავინდებურად გაურკვეველი დარჩა.
ის, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში სულ მცდიდა, ეს ნამდვილად ასეა. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მითვალთვალებდა.

ხელისა და გულის შემოთავაზება

გაცნობიდან სამ-ნახევარი წლის შემდეგ გავთხოვდი, 1983 წლის 28 ივლისს. სხვათა შორის, მას შემდეგ ჩვენ არასოდეს არ აღგვინიშნავს ქორწინების იუბილე.
როდესაც ერთმანეთი გავიცანით და დავახლოვდით, ოჯახის შექმნას განსაკუთრებული აზრი არ ჰქონდა. ხუთი წელი ინსტიტუტში უნდა მესწავლა და აღნიშნულ სიტუაციაში ბავშვების ყოლა შეუძლებელი იყო. კვირაში სამ დღეს მე და ჩემი მომავალი მეუღლე ერთად ვატარებდით, მიუხედავად ამისა, ქორწილზე არასოდეს გვილაპარაკია.
ვალოდია ვერ აიტანდა, რომ მისგან რამე მომეთხოვა, თუკი ოდესმე შემთხვევით შევეხებოდი ამ საკითხს, იგი მომენტალურად ცვლიდა თემას.
რა თქმა უნდა, ქორწილის ინიციატორი თავად იყო. ვფიქრობ, სანამ მეტყოდა, გულდასმით აწონ-დაწონა თავისი გადაწყვეტილება. ცოლობა ყველა წესის დაცვით მთხოვა: სიყვარული ამიხსნა და ქორწილის თარიღის დანიშვნა შემომთავაზა.
Rating
ჩვენ ვალოდიას ოთახში ვისხედით, მან უცებ მითხრა: ''აი, გოგონა, ხომ იცი ჩემი ხასიათი, ის ძალიან მძიმეა. ახლა შენ უნდა გადაწყვიტო როგორ იცხოვრებ'' . გული ამიკანკალდა, ვიფიქრე, ახლა მეტყვის ერთმანეთს დავშორდეთო... როცა ყველაფერი გაირკვა ვუთხარი: ''შენ მე მჭირდები'' . მაშინ ვალოდიამ მითხრა: ''რაკი ასეა, ცოლად გამომყევი. მე შენ მიყვარხარ. თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?''
''დიახ'' , - ვუპასუხე.
''თუ წინააღმდეგი არ იქნები, - გადაწყვეტით მითხრა მან, - ჩვენი ქორწილი სამი თვის შემდეგ, 28 ივლისს გაიმართება'' .

ცხოვრების პირველი წლები

ჩვენ ვალოდიას მშობლებთან ვცხოვრობდით. ქორწინების პირველი, ძალზე კარგი, რომანტიკული წელი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ვლადიმირი სამსახურიდან შინ მოიჩქაროდა, მე ფანჯარასთან ველოდებოდი და ძალიან განვიცდიდი, როდესაც აგვიანებდა. პირველ წელიწადს შესანიშნავად, რომანტიკულად ვცხოვრობდით.
რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაზე ჩემი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ არა იმის შესახებ, ვლადიმირთან ერთად როგორ უნდა მეცხოვრა. ორი ადამიანის თანაცხოვრება, აი, ასე წარმომედგინა: მათ აუცილებლად საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ, სამსახურის ამბებს ერთმანეთს უნდა უზიარებდნენ, ერთმანეთს რჩევა ჰკითხონ, ოჯახს ერთად გაუძღვნენ, ბავშვები ერთად უნდა აღზარდონ და თავისუფალი დრო შვილებთან ერთად გაატარონ. ასეთი იდეალური წარმოდგენა მქონდა ურთიერთგაგებისა და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობის შესახებ. როდესაც ვლადიმირს შევხვდი, არ მეგონა, რომ მისი სამსახურის შესახებ საერთოდ არ ვისაუბრებდით. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მისი საქმიანობის შესახებ ყველაფერი არ ითქმოდა, მაგრამ ამ ფაქტს ბოლომდე ვერ შევეგუე. ადამიანი ხომ არ იცვლება და ერთად ცხოვრების წლებმა ჩემი წარმოდგენა ოჯახის შესახებ ვერ შეცვალა. ასე რომ, მასთან ცხოვრების პერიოდში ხშირად იქმნებოდა სიტუაცია, რომელიც მოდუნების უფლებას არ მაძლევდა. მუდამ რაღაცას ვებრძოდი: თხილამურებს, მთებსა თუ წყალს.
ფაქტობრივად, მუდამ ვლადიმირის სურვილებს ვემორჩილებოდი. ესპანურ განყოფილებაზე სწავლის გაგრძელებაც სწორედ მან მირჩია... შემდეგ კი მითხრა: ''ბარემ მანქანაზე ბეჭდვის კურსებიც დაგემთავრებინა'' ... არის! და კურსებზე სიარული დავიწყე, ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც მეოთხე კურსზე ვსწავლობდი და თან მაშაზე ვიყავი ორსულად...

ბავშვები

მახსოვს, როცა მაშა დაიბადა, მეორე თუ მესამე დღეს დავურეკე ქმარს, რომ სახელის დარქმევასთან დაკავშირებით მისი აზრი გამეგო. მინდოდა ქალიშვილისთვის ნატაშა დამერქმია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა მითხრა: ''არა, ის მაშა იქნება'' . ტირილი დავიწყე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა.
სამ დღეში ვალოდია გაემგზავრა, რადგანაც ის არ უცვლიდა ბავშვს საფენებს, არ ყიდულობდა პროდუქტს, არ ამზადებდა საუზმეს, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, რომ წავიდა.
Rating
... როდესაც დრეზდენში ჩავედი, შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ექიმთან არც ერთხელ არ ვყოფილვარ, დრო არ მქონდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ექიმთან მივედი, აღმოჩნდა, რომ დაბალი ჰემოგლობინი მქონდა. საიდან უნდა მქონოდა კარგი ანალიზები: წარმოიდგინეთ, მთელი ფეხმძიმობა ცალ ხელში მაშა მეჭირა, მეორეში - პროდუქტით სავსე ჩანთა და მეექვსე სართულზე ფეხით ავდიოდი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ასეთი პრინციპი ჰქონდა: ქალმა შინ ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს. ამიტომაც არანაირ მონაწილეობას არ იღებდა შინაურ საქმეებში.
მეორე შვილს ეკატერინა თავად დაარქვა...''

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
კატერინა
ვაიმე ხატკაააააააა თქვენზე მეტი პირადი მე ნამდვილად ექნება ამ ქალბატონს........ჩვენ პირველ ლედიზე მაშინ რა უნდა ვთქვათ?? ძალიან დარბაისელი და ბრძენი ქალბათონია ლუდმილა.. წარმატებებს ვუსურვებ პირად ცხოვრებაში. ნუ ვიგესლებით-((((((((((((
09:51 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
klodeli
რამბალ კოშე გამახსენდა ფილმიდან-"სათამაშო".........
23:51 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
klodeli
ქალბატონო ლუდმილა,გილოცავთ განქორწინებას.... სულ მაგიჟებდნენ ასეთი მონა ქალები...
23:42 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატკა
არა ასეთი ქმარი არაა მეუღლე ის ტირანია უფრო ადრე უნდა დაშორებოდითქალბატონო მაგრამ თქვენ ხომ პირადი მე არ გაქვთ
22:46 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS