27 სექტემბერი, 2014
როგორ გავთხოვდეთ პრინცზე - 5 რეალური ამბავი
ნამდვილ პრინცსა და მეფეზე გათხოვება ვის არ უნდა? მით უმეტეს, ბოლო დროს კეიტ მიდლტონის ამბავმა, თუ როგორ გახდა ჩვეულებრივი გოგონა ნამდვილი პრინცის ცოლი, ბევრ მისნაირ უბრალო მოკვდავს გაუჩინა იმავე ოცნების ახდენის იმედი. ასევე უბრალო ოჯახიდან არის შარლინ უოტსტოკი, რომელიც მონაკოს პრინცმა ითხოვა ცოლად, ასეთივე იყო მსახიობი გრეის კელი, რომელიც მონაკოს დედოფალი გახდა. თუმცა ამჯერად გიამბობთ როგორ გახდნენ ჩვეულებრივი ქალები უმდიდრესი პრინცებისა და შეიხების ცოლები.

რანია ფაისალ ალ-იასინი და იორდანიის მეფე აბდალა II - აბდალა იორდანიის
მეფეა 1999 წლიდან. რანია ერთ-ერთი ბანკის ოფისში გაიცნო, სადაც ის მომავალი მეფის დის ქვეშევრდომად მუშაობდა. 1993 წელს წყვილმა იქორწინა, ხოლო როდესაც აბდალა II ტახტის მფლობელი გახდა, რანია იორდანიის დედოფლად იქცა. თავად პედიატრის ოჯახშია დაბადებული, ამერიკაში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი. რაც გათხოვდა, მეფეს ოთხი შვილი გაუჩინა. აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით და პოლიტიკით. ახლო აღმოსავლეთში ქალთა უფლებებისთვის იბრძვის.

Rating

ლალა სალმა და მუჰამედ VI - მუჰამედ VI ბენ ალ ჰასანი 1999 წლიდან მაროკოს მეფეა. ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე გაიცნო ლალა სალმა - ჩვეულებრივი მასწავლებლის შვილი, რომელიც მოგვიანებით მის პირველ ოფიციალურ ცოლად იქცა. ლალა სალმა ინჟინრად მუშაობდა მაროკოს მსხვილ კორპორაციაში. კანონით არ შეეძლო სრულუფლებიანი დედოფლობა, თუმცა გათხოვების შემდეგ მაროკოს პირველი ლედის ტიტული უბოძეს. ახლა ქველმოქმედებით არის დაკავებული და ქალ-ვაჟს ზრდის.

Rating

ნატალია ალიევა და დუბაის პრინცი საიდ ალ-მაკტუმი - პრინცი საიდი დუბაის მმართველის ძმისშვილია, მილიარდერი, პოლიტიკოსი და სპორტსმენი. 2007 წელს მინსკში ჩავიდა სროლაში შეჯიბრების დროს, შედეგად კი თავის მომავალ მეორე ცოლს შეხვდა. ნატალია ალიევა ჩვეულებრივი ბელორუსი სტუდენტი გოგონა იყო, ფიზკულტაკადემიაში სწავლობდა, თან ოფიციანტად მუშაობდა. გოგონას ბევრი არ უფიქრია პრინცის წინადადებაზე, ცოლად გაჰყვა და დუბაიშიც წავიდა საცხოვრებლად. მერე კი მაჰმადიანობა მიიღო და გახდა პრინცესა აიშა ალ-მაკტუმი. ახლა დუბაიში მეფის სასახლეში ცხოვრობს და ქალიშვილს ზრდის.

Rating

ფატიმა კულსუმ ზოარ გოდაბარი და აბდულ-აზიზ II - აბდულაჰ იბნ აბდულ-აზიზი 1996 წელს გახდა საუდის არაბეთის მეფე. 30-ჯერ მაინც იყო დაქორწინებული, თუმცა სახლში მხოლოდ 4 ცოლი ჰყავს, რომელთაგან ერთი ფატიმა კულსუმ ზოარ გოდაბარია. ფატიმა მუშათა ოჯახშია დაბადებული. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არ მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი ერთადერთი სისუსტე ინტერნეტია - თავისი ბლოგი აქვს და პერიოდულად თავისი ფოტოებით აახლებს „ფეისბუქის“ გვერდს.

Rating

მოზა ბინტ ნასერ ალ მისნედი
და შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ ტაანი - შეიხი ჰამადი 1995 წლიდან კატარის ემირი გახლავთ. ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე იყო, ჩვეულებრივ ოჯახიშვილ მოზაზე რომ იქორწინა. 37-წლიანი ქორწინების განმავლობაში მოზამ შეიხს ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი გაუჩინა. თან რამდენიმე სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობაზეც უმუშავია. ბოლოს კატარის განვითარების ფონდის მეთაური იყო. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS