ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მრავალი წელი სიამ-ტკბილობით იცხოვრა. როგორც იტყვიან, ერთი მეორესთვის ზედმეტი სიტყვა არ უკადრებიათ და არც საიდუმლო ჰქონიათ ერთმანეთისგან. თუმცა არსებობდა ერთადერთი ნივთი, ზარდახშა, რომლის გახსნის უფლებას ქალი მოსიყვარულე მეუღლეს არასოდეს აძლევდა. კოლოფი კარადის ზედა თაროზე ინახებოდა და ხელშეუხებელი იყო.
არც ქმარი აძალებდა მის გახსნას, ფიქრობდა, რაღაც ქალური საქმე იქნება და არ ღირს ცხვირის ჩაყოფაო.
ერთხელაც ქალი მძიმედ გახდა ავად. მდგომარეობა რომ თანდათან უარესობისკენ წავიდა, დაუძახა ქმარს და საავადმყოფოში იმ ზარდახშის მიტანა სთხოვა. მოვიდა დრო,
ქმრისთვის თავისი ყველაზე დიდი საიდუმლო გაემხილა.
დაბრუნდა კაცი სახლში და თავად გახსნა ყუთი... რა იდო შიგნით? ორად ორი ხელით ნაქსოვი თოჯინა და 50 000 დოლარი.
იხილეთ სრულად