05 სექტემბერი, 2014
სმენადაქვეითებულმა ორი შვილის დედამ პირველად გაიგონა ხმა
სარა ჩარმანი 29 წლის არის. მოსიყვარულე ქმარი და ორი შვილის დედა. ახალგაზრდა, ჭკვიანი, ლამაზი. მამამისი წარმატებული მუსიკოსია. ყოველთვის ცდილობდა, ბავშვისთვის ხელოვნების სიყვარული ესწავლებინა.

გოგონა მთელი ცხოვრება მუსიკით ცხოვრობდა, პლეერში მთელ ხმაზე ჰქონდა მუსიკა ჩართული, მაგრამ სრულფასოვნად არასდროს შეეძლო მუსიკით ტკბობა. გოგონას მხოლოდ მუსიკალური ვიბრაციები ესმოდა. ის დაბადებიდან ყრუ იყო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი სიცოცხლის მოყვარული და მხიარული ადამიანი ამხელა შეზღუდვას გრძნობდა მთელი ცხოვრება.

სარა ძალიან მებრძოლი ადამიანია. ყოველთვის მიისწრაფოდა თვითგანვითარებისკენ. ძალიან უყვარდა კითხვა და გამუდმებული
კითხვით ისწავლა სხვათა ნალაპარაკევის გამოცნობა ტუჩების მოძრაობით. "ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარგად ვმეტყველებ, რაც როგორც წესი, სმენადაქვეითებულებს უჭირთ ხოლმე.

ამაში კითხვის სიყვარული დამეხმარა. ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ სხვებთან ურთიერთობა შემძლებოდა. არ მესმოდა, მაგრამ ტუჩების მოძრაობით ვიგებდი სხვების ლაპარაკს და პასუხსაც ჩვეულებრივ ვცემდი – ღმერთმა დამაჯილდოვა ამით, მუნჯი არ ვარ, და ამისთვის დიდი მადლობა", - ამბობს სარა. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS