02 სექტემბერი, 2014
ბიონსეს შვილს სხვა ბიოლოგიური დედა გამოუჩნდა
ბიონსე ისევ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა: ვინმე ტინა სილსი, ფინანსური კომპანიის თანამშრომელი ნიუ-იორკიდან, ამტკიცებს, რომ ბიონსეს შვილის ბიოლოგიური დედაა.

მან საჩივარი შეიტანა სასამართლოში ბიონსესა და ჯეი ზის წყვილზე და კომპენსაციას ითხოვს.

ქალის თქმით, 2012 წელს ქალიშვილი ბლუ აივი რომ გაეჩინა, ბიონსემ ტინას კვერცხუჯრედებით ისარგებლა. ტინა მხოლოდ ფულს ითხოვს, მას ბავშვზე არანაირი პრეტენზია არ აქვს.

სხვათა შორის, ტინა სილსი პირველად არ გამოდის მსგავსი ბრალდებით. შარშან ამბობდა, რომ კიმ კარდაშიანისა და კანიეი უესტის ქალიშვილის სუროგატი დედაა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS