29 აგვისტო, 2014
ულამაზესი მაჰიდევრან სულთნის როლის შემსრულებლის გზა ბანკიდან სერიალამდე
როგორც ამბობენ, სერიალში აისანის სილამაზე რომ დაეჩრდილათ შედარებით ცუდ მაკიაჟს უკეთებდნენ სერიალ "დიდებული საუკუნის'' ვარსკვლავი ნურ აისანი დაიბადა 1980 წლის 12 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დუისბურგში. მისი მშობლები არიან ემიგრანტები თურქეთიდან. აისანი მშობლების მეოთხე შვილია.

საშუალო განათლება მომავალმა მსახიობმა თურქეთის ქალაქ ბეშიქთასში მიიღო. შემდეგ ჩააბარა უნივერსიტეტ ხალიჩში, სადაც ტანსაცმლის დიზაინს სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნური რაღაც პერიოდი ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. შემდეგ კი ტელევიზიის დასაპყრობად გაემგზავრა. რამდენიმე წელი ტელეწამყვანად მუშაობდა.

2007 წლიდან ნურ აისანის სერიალებში იღებენ.

2008
წელს მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ''აკრძალურ სიყვარულში'', ამ როლით ნური თურქეთის ფარგლებს გარეთ გაიცნეს.

2001 წელს ნური ''დიდებულ საუკუნეში'' მიიწვიეს, სადაც მას სულეიმან სულთანის პირველი ხარჭის მაჰიდევრან სულთანის როლი მოირგო.

როგორც ამბობენ, სერიალში აისანის სილამაზე რომ დაეჩრდილათ შედარებით ცუდ მაკიაჟს უკეთებდნენ, ვიდრე ჰიურემ სულთანის როლის შემსრულებელ მერიემ უზერლის.

ყველაფრის მიუხედავად ქალბატონები ისე დამეგობრდნენ, რომ მას შემდეგ რაც მერიემ უზერლიმ იმშობიარა, ბავშვის სანახავად ჰატიჯე სულთნის როლის შემსრულებელ სელმა ეგენჩისთან ერთად გერმანიაში ჩავიდა.

მსახიობი გათხოვილი იყო მურატ აისანზე. თუმცა წყვილი დიდი ხნის ერთად ცხოვრების მერე დაშორდნენ ერთმანეთს. ნური დღემდე ყოფილი ქმრის გვარზეა.

Rating

Rating

Rating

Rating

Rating

Rating

Rating

Rating


Rating

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS