26 აგვისტო, 2014
ჩინელები სულ უფრო ხშირად იცვლიან გარეგნობას სამსახურში მოსაწყობად
წელს ჩინეთის უმაღლესი სასწავლებლები რეკორდული რაოდენობის ახალგაზრდამ დაამთავრა - შვიდ მილიონზე მეტმა. ყველას მოუწევს სამსახურის ძიება, კონკურენცია კი მეტად მაღალია.
წარმატების შანსები რომ გაიუმჯობესონ, ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს.

''ქვეყანაში ჭარბი მოსახლეობის გამო ტრადიციულად მაღალი კონკურენციაა. როცა რამდენიმე ადამიანი, ერთნაირი მონაცემებით, აცხადებს პრეტენზიას ერთსა და იმავე ადგილზე, ხშირად აკეთებენ არჩევანს გარეგნულად ყველაზე მომხიბვლელ კანდიდატზე - რეზიუმეს აუცილებლად ფოტოც უნდა დაურთო'', - ამბობს 24 წლის კურსდამთავრებული გოგონა, რომელმაც სახის ნაკვთები შეისწორა და თვალის ჭრილიც
კი უფრო ''ევროპულად'' შეიცვალა, რომ საოცნებო სამსახური იშოვოს.

''რასაკვირველია, წარმატებული პლასტიკური ოპერაცია ეხმარება მათ კარიერის აწყობაში. გარეგნობის შეცვლა მათ თავდაჯერებასაც მატებს, ეს კი მომავალში კარიერულ წარმატებაზეც ახდენს გავლენას'', - ამბობს ესთეტიკური ქირურგი ლი სონგი, რომელსაც მრავალი ასეთი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

Rating


Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS