26 აპრილი, 2013
ქალი, რომელსაც ცხრა საძინებელი არ ჰყოფნის
მილიარდერი მამიკოს შვილს არ ერიდება უკანალის მოშიშვლება და თამამად პოზირებს კამერების წინ.
ტამარა ეკლსტოუნი 26 წლისაა, მოდელი და ტელეწამყვანი, ''ფორმულა-1''-ის ბოსის ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილი.

ცოტა ხნის წინ ტამარამ გამოთქვა სურვილი, მულტიპლიკაციის მეფედ წოდებული უოლტ დისნეის სახლი იყიდოს. ამ უძვირფასეს სასახლეში 8 საძინებელი და 17 სააბაზანოა, ასევე ორი ოთახი-სეიფი. სასახლე 99 მლნ დოლარი ღირს და სავარაუდოდ, ამ თანხას მდიდარი გოგონას მამიკო გადაიხდის. საინტერესოა, სად აპირებს დაძინებას ტამარა, მას ხომ უკვე აქვს უშველებელი სახლი ლოს
-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში - ბელ-ეირში, რომელშიც ცხრა საძინებელია.

ტამარას თავის და პეტრასთან ერთად საპროდიუსერო კომპანია აქვს. ტელეწამყვანობა­სთან ერთად გოგონა კომენტატორობასაც ით­ავსებს. ტამარა ბერნი ეკლსტოუნისა და მისი ყოფილი ცოლის, ხორვატი მოდელ სლავიკას უფროსი ქალიშვილია. სლავიკამ არა მხოლოდ წარმატებული ქორწინებით გაითქვა სა­ხელი, არამედ იმითაც, რომ თავის დროზე წამყვან მოდელიერებთან მუშაობდა, არმანის ჩათვლით. ტამარას უმცროსი და პე­ტრა თავის კომპანიაში მკაცრი ხელმძღვანელის სახელით არის ცნობილი - დები მამაკაცებისთვის აწარმოებენ სამოსს. მათ კიდევ ერთი და ჰყავთ - დებორა, რომელიც ბერნი ეკლსტოუნს პირველი ქორწინებისას შეეძინა.

საინტერესოა, რომ ტა­მარა გასათხოვარია და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლოა. 2010 წლამდე შვეიცარიელ მილიარდერ ანდრეას ვარ­ნსინგს ხვდებოდა, დანიშნულიც კი იყო, მაგრამ დაცილდა. ბოლო ორი წელიწადი კი ბირჟის მაკლერ ომარ ხაიამთან აქვს რომანტიკული ურთიერთო­ბები.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტო გალერეა
კომენტარი / 2 /
კემპი
ისე ეს ისეთი ქალია, საძინებლიდან სულ არ უნდა გამოუშვა:))))
12:10 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მოხდენილი
ზოგს ცხრა და ათი საძინებელი არ ყოფნის, ზოგს კიდევ ერთი ენატრება:) ვავავავა
12:09 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS