მსოფლიოს კინოეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ლეგენდარული და აღიარებული ქერა ლამაზმანი მერილინ მონრო
ერილინის მერე კინოში მრავლად ყოფილა ქერა ქალბატონები - ბუნებრივად ქერებიც და შეღებილებიც. მათ შორის აღსანიშნავია თუნდაც შერონ სტოუნი, მიშელ პფაიფერი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები.
ჭკვიან ქერა ქალბატონებს შორისაა ნიკოლ-რეინ ლეპოტი, ფრანგი მათემატიკოსი და ასტრონომი, რომელიც XVI საუკუნეში მოღვაწეობდა და მის სახელს ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა თუ გამოთვლა უკავშირდება. მადამ ლეპოტი ისეთი ჭკვიანი და მშვენიერი იყო, რომ მისი სახელი მოგვიანებით არაერთ მშვენიერ ყვავილს დაარქვეს.
კიდევ ერთი ცნობილი ქერა მეცნიერი იყო კაროლინა ლუკრეცია გერშელი - ქერა კულულები, იისფერი თვალები და ვარდისფერი ტუჩები ძნელად მიგანიშნებთ, რომ ეს ქალბატონი XVII საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ასტრონომი იყო. მას არაერთი აღმოჩენა და სამეცნიერო წიგნი ეკუთვნის.

შორს წასვლა არ არის აუცილებელი, თანამედროვე მაგალითებიც არსებობს. მაგალითად, ამერიკელმა გრეის ჰოპერმა არა მხოლოდ კომპიუტერული პროგრამირების ერთ-ერთი პირველი ენა გამოიგონა, არამედ ფლოტში კონტრ-ადმირალის წოდებასაც კი მიაღწია.
ქერა ინტელექტუალთა რიცხვშია ასევე ჯოან როულინგი, ჰარი პოტერის შესახებ ამბების შემქმნელი და არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალი, არამედ - ყველაზე მდიდარიც.

რაც შეეხება მითს ქერა ქალბატონების ჭკუასუსტობის შესახებ, როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, არც მთლად უსაფუძვლოა. თურმე მართლა ''ბრიყვდებიან'', ოღონდ არა ბუნებრივად ქერები, არამედ ისინი, ვინც წყალბადის ზეჟანგით იქერავებს თმას. მკვლევართა მონაცემების თანახმად, იმ გოგონებს, რომლებიც თმის გაღიავების ამ საშუალებას ხშირად იყენებენ, ინტელექტის კოეფიციენტი უქვეითდებათ.
ჟურნალი ''რეიტინგი''