სვენ შუმანი: ''ინტერვიუს ჩაწერის პროცედურა სტანდარტულია: ჟურნალისტი ვარსკვლავის აგენტებს უგზავნის წერილს და ისინი ან თანხმდებიან წინადადებას, ან არა. მაგრამ მადონას შემთხვევაში რაიმე სტანდარტებზე ლაპარაკი შეუძლებელია. ასამდე წერილი გავგზავნე მხოლოდ

ტატიანა როზენშტაინი: ''ჰოლივუდის მსახიობები ყოველთვის გაოცებენ ორგანიზებულობითა და თავაზიანობით. ყურადღებიანები არიან და ყოველთვის მზად, რომ ნებისმიერ, თუნდაც უაზრო შეკითხვას უპასუხონ. მაქსიმალურ მოწიწებას იჩენენ ავტორისადმი. ევროპელი მსახიობები სხვაგვარად არიან. მათ ნაკლებად აინტერესებთ იმიჯი, ამიტომ ინტერვიუებზეც დიდად არ იჩენენ თავს. დამამახსოვრდა შარლოტა რემპლინგთან ინტერვიუ. გამჭოლი, ცივი ცისფერი თვალებით მიყურებდა და ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სკოლის მოწაფე დირექტორის კაბინეტში. თითქოს ის მართმევდა ინტერვიუს, და არა პირიქით. თვითონ მისვამდა შეკითხვებს და მე მიწევდა პასუხების გაცემა. თუმცა ჩანს, ჩემმა მორჩილებამ კეთილად განაწყო და თვითონაც გაიხსნა. ძალიან თბილი ინტერვიუ მქონდა პირს ბროსნანთან. ისე მემსახურებოდა, როგორც მზრუნველი მამა. წყალი შემომთავაზა, როცა იგრძნო, რომ დაძაბულობისგან ყელი გამიშრა. თან ისე მეგობრულად იღიმოდა, რომ მოგინდებოდა, მისთვის ყველაფერი მოგეყოლა. როცა თავისი პირველი ცოლის სიკვდილი გაიხსენა, თვალები აუწყლიანდა და მასთან ერთად მეც მომინდა ტირილი. აი, ბრედ პიტთან ინტერვიუზე კი გულწრფელად ვიცინოდი მასთან ერთად. მსახიობმა პატარა სცენა გაითამაშა, თითქოს მოდელი იყო პოდიუმზე.

ნატალია ჰიგინსი: ''კომპანია ''პარამაუნტმა'' დამიგეგმა ინტერვიუ ბრიუს უილისთან ''კობრას ნახტომი-2'' -ის პრემიერისთვის. მიწვეულ ჟურნალისტებს შორის აღმოვჩნდი და ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ბევრი გამეგონა მისი ახირებული ხასიათისა და რეპორტიორებისადმი უხეში მოპყრობის შესახებ. ნერვიულობისგან ხელები მითრთოდა. ბრიუსი მაღალ სკამზე იჯდა. სულ არ ჩანდა საშიში, რბილი გამომეტყველება ჰქონდა. ''სასიამოვნოა თქვენი გაცნობა'' ,- ჩუმად მითხრა მსოფლიო ვარსკვლავმა და ჩემი ხელისგული თავის ძლიერ და თბილ ხელში დაიჭირა. ''ახლა ალბათ გული უნდა წამივიდეს'',- გავიფიქრე, მაგრამ არ დავეცი. დავჯექი და დავუსვი შეკითხვები. თბილად და ჩუმად მპასუხობდა, იღიმოდა კიდეც. როცა ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ვუთხარი: ''ბრიუს, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა'' . მსახიობმა გაოცებულმა ასწია წარბები: ''საშინლად ვნერვიულობდი და მეშინოდა, რომ უხეშ და დაუნდობელ ადამიანს შევხვდებოდი. თქვენ კი თითქმის ახლობელი აღმოჩნდით'' . ბრიუსმა კი გაიცინა: ''ო-ო-ო...'' - და მოულოდნელად გულში ჩამიკრა. მერე თავზე გამისვა ხელი- ქიმიოთერაპიის კურსისთვის თმა გაპარსული მქონდა, მერე საკუთარ თავზე გაიტარა ხელი და მკითხა: ''მაშაყირებ?'' მომიწია სიმართლის თქმამ: ''არა, ქიმიისთვის ვემზადები'' . გაოცებულმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ამ თბილი შეხვედრის მერე ორჯერ ვნახე. ორჯერვე გულწრფელად დაინტერესდა, როგორ ჩაიარა მკურნალობამ'' .
ჟურნალი ''რეიტინგი''