ერჰარტის უკანასკნელი რადიოგზავნილის მიხედვით, ამელიას საწვავი დაუმთავრდა და ვერ მოახერხა კუნძულ ჰაულენდის პოვნა, სადაც უნდა გაემართა თვითმფრინავი.
წყნარ ოკეანეში პირველი მფრინავი ქალის, ამელია ერჰარტის თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს. ისტორიული თვითმფრინავების სამძებრო საერთაშორისო ჯგუფმა, სავარაუდოდ, 1937 წელს დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაგნო. ''ეს დაუჯერებელია! - ამბობენ ჯგუფის წევრები, - თვითმფრინავის აღწერილობა მეტისმეტად ემთხვევა ამელია ერჰარტის თვითმფრინავის შესახებ არსებულ დოკუმენტურ მონაცემებს'' .
ამელია ერჰარტი, ცნობილი ამერიკელი მწერალი, პირველი ქალი-მფრინავია, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. 1937 წელს ამელია და შტურმანი ფრედ
ნუნანი ეკვატორის ხაზის გასწვრივ გადასაფრენად გაეშურნენ. თუმცა ფინალურ სტადიაზე მათი თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე ცაში გაუჩინარდა. ერჰარტის უკანასკნელი რადიოგზავნილის მიხედვით, ამელიას საწვავი დაუმთავრდა და ვერ მოახერხა კუნძულ ჰაულენდის პოვნა, სადაც უნდა გაემართა თვითმფრინავი.
ჟურნალი ''რეიტინგი''