09 ივნისი, 2013
ვინ არის ქართველი ქალების გულთამყრობელის - სავაშის რეალური სიყვარული?
ბურჩინი 1980 წლის 9 მარტს სტამბულში დაიბადა. მას ბავშვობიდან იღებდნენ კინოში. 4 წლის იყო, როცა ფილმში პირველად მიიღო მონაწილეობა და ეს შემთხვევით არ მომხდარა – მისი მამა თურქულ კინოინდუსტრიაში გავლენიანი პირია. თურქულმა სერიალმა - "სიყვარული და სასჯელი" - საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ქალები არიან აღფრთოვანებულები და რაღა თქმა უნდა, მთავარი როლის, სავაშის როლის შემსრულებლით, მურატ ილდიმირით.

მურატს, რომელსაც 13 აპრილს 30 წელი შეუსრულდა, ინჟინერ-მექანიკოსის განათლება აქვს. მას უყვარს მუსიკა და
თეატრი და სამი წელი სამოყვარულო თეატრშიც თამაშობდა. მეგობრებმა ის შემოქმედებით ცხოვრებას აზიარეს და მანაც უყოყმანოდ გაცვალა პროფესია მსახიობობაზე.
Rating
სერიალებში - All My Children-სა და "დიდ ტყუილში" - მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთანავე გახდა მურატი პოპულარული. 2006 წელს კი პირველი მთავარი როლი მოიპოვა ფილმ "ქარიშხალში". ფილმმა არა მარტო უდიდესი წარმატება მოუპოვა მსახიობს, არამედ შეახვედრა თავის მომავალ მეუღლეს – ბურჩინ ტერზიოღლუს.

მათი სიყვარულის ისტორია 2008 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა.

ბურჩინი 1980 წლის 9 მარტს სტამბულში დაიბადა. მას ბავშვობიდან იღებდნენ კინოში. 4 წლის იყო, როცა ფილმში პირველად მიიღო მონაწილეობა და ეს შემთხვევით არ მომხდარა – მისი მამა თურქულ კინოინდუსტრიაში გავლენიანი პირია.

მურატისა და ბურჩინის სიყვარულის ისტორია ფილმ "ქარიშხლის" გადაღებების შემდეგ დაიწყო. მათთვისაც კი დაუჯერებელი იყო, რომ მათში სიყვარულმა იფეთქა – 9 თვის განმავლობაში, გადაღებების პერიოდში ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
....
მურატი..ეს გოგო დაიბადა 1980 წელს..სავაში კი არაა...
12:14 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
????
რა გეშველებათ? თვლაც არ ციცთ? 1980 წელს დაბადებული კაცი 30 წლის როგორ იქნება?
12:27 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS