ახლა ბურაკი ქემრანის როლს ასრულებს სერიალ ''მომღერალ ნარჩიტაში''. თურქეთში ამ სერიალის რიმეიქს იღებენ. სერიალში ქემრანის და ფრედეს ერთმანეთი უყვართ. ორი მოსიყვარულე გული წლების განმავლობაში იტანჯება. ბევრი რამ უშლით ერთად
მაყურებელმა, საკუთარი სურვილით დააქორწინა ფერედეს და ქემრანის გმირები რეალურ ცხოვრებაში და მათი ქორწილის ფოტოც კი გაავრცელეს. რასაკვირველია, ფოტოს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ ფოტოშოპია.

სამწუხაროდ მაყურებლები არ ფიქრობენ, როგორ უჭირთ მსახიობების მეორე ნახევრებს ამ ყველაფრის მოთმენა. ბალი ბეის როლის შემსრულებელს უკვე დიდი ხანია, რაც მეორე ნახევარი-ჯეილან ჩაპა ჰყავს. თურქული პრესა ძალიან ხშირად უსერავს გულს საწყალ ჩაპას ბურაკის რომანებზე წერით.

ჯეილანს რკინის ნერვები აღმოაჩნდა. გოგონა ეჭვიანობის სცენებს არასოდეს მართავს და საზოგადოებაში ყოველთვის მომღიმარი და მხიარული ჩნდება.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის