18 ივლისი, 2014
ჩინეთში მოხუცები თავს იკლავენ, რომ ისინი მიწაში დაიმარხონ
ჩინეთში უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოხუცმა ადამიანებმა თავი მოიკლეს. ისინი ერთადერთი მიზეზით გამოემშვიდობნენ სიცოცხლეს - სურდათ, მათი ცხედარი მიწაში დაეფლათ, სანამ სახელმწიფო შემოიღებდა კანონს დაკრძალვის შესახებ.

ჩინეთის პროვინცია ანხოის მთავრობამ 1 ივნისს დაკეტა სასაფლაოები, რადგან უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა. სანამ სასაფლაოს დაკეტავდნენ, მოსახლეობას ახალი წესი გააცნეს: ''1 ივნისამდე ვინც გარდაიცვლება, მას ჩვეულებრივ დავკრძალავთ, მას მერე კი ერთადერთი ვარიანტი კრემაცია იქნება''.

ხანდაზმულ ადამიანებს ეს უწყება თოფის გასროლასავით შემოესმათ და ბევრმა გადაწყვიტა, სანამ დრო ჰქონდა, თვითნებურად
დაეჩქარებინა სიკვდილი და მიწას მიჰბარებოდა.

მალე ამგვარი საგანგაშო მდგომარეობა სხვა პროვინციებსაც მოედო, რადგან სასაფლაოების ადგილი აღარ არის და სავარაუდოდ, სხვა სასაფლაოებსაც დაკეტავენ. ეს, რასაკვირველია, ახალ თვითმკვლელობებს გამოიწვევს...

97 წლის უ ლისიუმ 12 მაისს მოიკლა თავი, 87 წლის ჩჟან ვენინმა ერთი დღის შემდეგ ჩამოიხრჩო თავი საკუთარ სახლში. სიკვდილის წინ დატოვა ბარათი, რომ სურდა, ღირსეულად მომკვდარიყო და ითხოვდა, მიწას მიმაბარეთო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS