09 ივლისი, 2014
რა აღიარა ჰალიტ ერგენჩმა, რომელმაც მაყურებლის გული სულთან სულეიმანის როლით დაიპყრო
ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გამეტარებინა შვილთან ქართველი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობია თურქი მსდახიობი ჰალიტ ერგენჩი. ის ხომ ''დიდებულ საუკუნეში'' სულთან სულეიმანის როლს ასრულებს. ქართველმა სერიალების მოყვარულებმა ისიც კარგად იციან, რომ მისი ცოლი მსახიობი-ბერგიუზარ კორელია. ცოტა ხნის წინ ცოლ-ქმარმა ინტერვიუ მისცა ჩილეს უდიდეს ტელეკომპანია „მერა ტვ“-ს.

ინტერვიუში ცოლ-ქმარმა ერთობლივი ცხოვრების დეტალები გაამხილეს. ჰალიტი გამოტყდა, რომ ძალიან ბედნიერია. მსახიობმა ისიც აღიარა, რომ ორივე ძალიან მიჯაჭვულები არიან თავიანთ შვილზე - ალიზე.

''ჰალიტი მზრუნველი მამა და მეოჯახეა. ცოტა
ხნის წინ სამსახურის გამო პრაღაში მომიწია წასვლა. თან წავიყვანე ალი. ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გამეტარებინა შვილთან. ყველგან ერთად ვიყავით. მე და ხალიტს სიგიჟემდე გვინდა, ალის ძმა ან და ვაჩუქოთ''- ამბობდა ბერგიუზერი.

ჰალიტ ერგენჩს მართლა ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. თურმე მსახიობმა ვერ გაუძლო თურქეთში მარტო ყოფნას და შვილს და მეუღლეს პრაღაში ჩააკითხა.

ბერგიუზერმა აღნიშნა, რომ მისი მშობლები თურქეთში ცნობილი მსახიობები არიან და დაკავებული ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდნენ, მისთვის სითბო და სიყვარული ეჩუქებინათ.

ასევე იქცევიან ახლა ჰალიტი და ბერგიუზარი.

''ჩვენ ერთად ყველგან შეიძლება გვნახოთ, სუპერმარკეტებში, ბაზრობაზე, აეროპორტში, ვცდილობთ ერთად ვიყოთ. პოპულარობის მიუხედავად ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ'', აღნიშნა ჰალიტმა ჩილეს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ეკა
ძალიან ძლიერი მსახიობია და კარგი მეოჯახეც ყოფილა!!!!არ ჰგავს იმ "ვაი ვარსკვლავებს" ერთი როლის გამო ზეადამიანებად რომ წარმოიდგენენ ხოლმე თავს! და საერთოდ საკმაოდ ბევრი კარგი, ნიჭიერი და ლამაზი მსახიობები ყოლიათ თურქებს ჩვენგან განსხვავებით, სამწუხაროდ!!!
21:07 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
პატივს ვცემ როგორც ნიჭიერ მსახიობს და მზრუნველ მამას.
19:02 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სარა
როგორ გავს ჩემს სულეიმანს, თანაც მაგარი მსახიობია
18:10 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
არ გავს ქართველ "ვარსკვლავებს" ერთი სიმღერა თუ წაიღიღინეს ფონოგრემის წყალობით და ერთი უმსგავსო როლი უკვე თავს ვარსკვლავს უწოდებენ. უდიდდესი მსახიობია, პროფესიონალი თავის საქმის და ამბობს: პოპულარობის მიუხედავად ჩვენ უბრალო ადამიანები ვართო.
17:23 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS