ინტერვიუში ცოლ-ქმარმა ერთობლივი ცხოვრების დეტალები გაამხილეს. ჰალიტი გამოტყდა, რომ ძალიან ბედნიერია. მსახიობმა ისიც აღიარა, რომ ორივე ძალიან მიჯაჭვულები არიან თავიანთ შვილზე - ალიზე.
''ჰალიტი მზრუნველი მამა და მეოჯახეა. ცოტა
ჰალიტ ერგენჩს მართლა ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. თურმე მსახიობმა ვერ გაუძლო თურქეთში მარტო ყოფნას და შვილს და მეუღლეს პრაღაში ჩააკითხა.
ბერგიუზერმა აღნიშნა, რომ მისი მშობლები თურქეთში ცნობილი მსახიობები არიან და დაკავებული ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდნენ, მისთვის სითბო და სიყვარული ეჩუქებინათ.
ასევე იქცევიან ახლა ჰალიტი და ბერგიუზარი.
''ჩვენ ერთად ყველგან შეიძლება გვნახოთ, სუპერმარკეტებში, ბაზრობაზე, აეროპორტში, ვცდილობთ ერთად ვიყოთ. პოპულარობის მიუხედავად ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ'', აღნიშნა ჰალიტმა ჩილეს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის