08 ივლისი, 2014
რატომ არ დაპატიჟა ქორწილში მეჰრიმაჰ სულთანმა საკუთარი მამა - ''პელინის დედა შვილს მიმალავდა''...
ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე რვა წლის ვიყავი 24 ივნისს ულამაზესი თურქი მსახიობი პელინ კარაჰანი გათხოვდა. მსახიობი პოპულარული ''დიდებულ საუკუნეში'' მეჰრიმაჰ სულთანის როლით გახდა. მისი მეუღლე ბედრი გიუნტაი ბიზნესმენი გახლავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პელინი რამდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს, ფიტნესის ინსტრუქტორ ერდინჩემ ბეკიროღლუს.

Rating

პელინისა და ბედრის ქორწილში ოთხასი სტუმარი იყო დაპატიჟებული. თუმცა მათ შორის არ იყო პატარძლის მამა ბაირამ ალი. ცნობილია, რომ უკვე ბევრი წელია რაც მამა-შვილი არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. პატარძალმა მამა ქორწილში არ
დაპატიჟა.

აი, რა მოუყვა ბაირამ ალიმ თურქ ჟურნალისტებს:

''ჩემთვის ცნობილია, ამ ქორწილის შესახებ. არაფერია, რომ მე არ ვიყავი. დაე, მან თავისი ცხოვრება ისეთ ადამიანს დაუკავშიროს, ვისთანაც ბედნიერი იქნება. მე არ დამპატიჟეს ქორწილში. რომ დავეპატიჟე, აუცილებლად მივიდოდი. უკვე დიდი ხანია, რაც ურთიერთობა აღარ გვაქვს. არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გოგონა ბედნიერია. მე მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ.''

პერინ ხარაკანის მამა პირველად კამერების ობიექტივში 2011 წელს მოხვდა. აი, რა მოყვა მაშინ მსახიობის მამამ კამერების წინ:

''პელინის დედა შვილს მიმალავდა. ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. როდესაც ჩემი გოგონა ცნობილი გახდა, მე თავად არ მინდოდა მასთან შეხვდრა, რადგან მეშინოდა, არ ეთქვა, იმიტომ მომინდა ურთიერთობა, რომ პოპულარული გახდა.

Rating

მაშინ თავად მსახიობმა თქვა, ''მე მამა არ მყავს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე რვა წლის ვიყავი. მას შემდეგ მასზე არაფერი გამიგია. წლების შემდეგ მამას დედის თხოვნით შევხვდი, მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. მას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩემთან ურთიერთობა დაელაგებინა''.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის









FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ანა
რატო ხართ ესეტი ეგოისტები.ფილინი ულამაზესია და რაც მთავარია ძალიან კარგი მსახიობია.მე პირადად ძალიან მომწონს და თქვენი აზრი სულ არ მაინტერესებს დარწმუნებული ვარ ასევე ფიქრობთ თქვენც. ძალიან კარგი სტატიაა მე ძალიან მომწონს ბედნიერი ვარ რომ არსებობს ესეთი ადამიანი როგორიც ფილინია . უნიჭიერესი და ულამაზესი
18:10 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ამ სტატიით ვინმემ გითხრათ რამე იდარდეთო. უბრალოდ მსახიობის ქორწინება აღნიშნეს. ეხლა რომელიმე ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავზე რომ ყოფილიყო საუბარი ასეთ შენიშვნსა გააკეთებდით.
14:27 / 14-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სულმკიდიხართყველა
ჩვენ წინაპრებს ეს ძაღლიშვილები აუპატიურებდნენ, აწამებდნენ ან კლავდნენ და დღეს ამ მომთაბარე ხალხის პირად ცხოვრებას და სხვა /მნიშვნელოვან' დეტალებს აქვეყნებთ. ფურთხის ღირსი ხართ ყველა ,ვინც ამ დი გაუგებრობაში ჩართეთ ისედაც გასაცოდავებული და დაღლილი ღირსი. უთავმოყვარეო ერი ვართ ამ ყველაფრის შემდეგ! :((((((((((((((((((((((((((((((((((
10:02 / 13-07-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკა
ჩვენები არ გვყოფნის სადარდებლად და ეხლა თურქი ქალები გვადარდეთ.
06:39 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS