07 ივნისი, 2013
ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ''ჰამლეტიდან'' ''ტახტების თამაშებამდე''
მისი გმირი სასტიკი და ცინიკური, თუმცა იმავდროულად მომხიბვლელი პრინცია. 
მის ახალ პროექტებს შორის არის ასევე ''ობლივიონი'', რომელშიც ტომ კრუზის პარტნიორობა ხვდა წილად. თეატრისა და კინოს დანიელ ვარსკვლავ ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს ბოლო დრომდე დანარჩენ ევროპასა და ამერიკაში ნაკლებად იცნობდნენ, თუმცა მას მერე, რაც ''ტახტების თამაშების'' მესამე სეზონში გამოჩნდა, ამ უცნაური გარეგნობის მქონე მამაკაცზე ბევრი ალაპარაკდა.
ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ 1970 წლის 27 ივლისს დაიბადა დანიაში. ამჟამადაც იქ ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად _ მისი ცოლი გრენლანდიელი მსახიობია, ''მის გრენლანდიის''
ტიტულის მფლობელი ნუკაკა მოცფელდი. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.
თეატრში კოსტერ-ვალდაუს შექსპირის ტრაგედია ''ჰამლეტში'' ჰქონდა დებიუტი, ხოლო ფილმმა ''ღამის მორიგეობა'' თავის სამშობლოში მოუტანა პოპულარობა. ამის მერე ევროპულ კინო და ტელეპროექტებშიც გამოჩნდა.
ამერიკაში დებიუტი ჰქონდა ტელესერიალში ''ახალი ამსტერდამი'', რომელშიც უკვდავი დეტექტივი განასახიერა. 2009 წელს ითამაშა ფილმში ''ვირტუალობა'', რომელშიც კოსმოსური ხომალდის კაპიტნის როლი ხვდა წილად. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნამუშევარი რიდლი სკოტის ფილმში ''შავი ქორის'' დაცემა'', რომელიც კრიტიკოსებმა აღტაცებით მიიღეს. კეიტ უინსლეტთან ერთად ითამაშა ასევე სურათში ''ენიგმა''. რიდლი სკოტთან კიდევ ერთხელ ითანამშრომლა ფილმში ''ზეციური სამეფო'', რომელშიც სოფლის შერიფის როლი განასახიერა. მასთან ერთად ამ სურათში ორლანდო ბლუმი, ლაიამ ნისონი და ევა გრინი თამაშობდნენ.
Rating
2011 წლიდან თამაშობს ჯეიმი ლანისტერის როლს ჯორჯ მარტინის პოპულარული ფანტასტიკური წიგნების სერიის მიხედვით შექმნილ ტელესერიალში ''ტახტების თამაშები''. მისი გმირი სასტიკი და ცინიკური, თუმცა იმავდროულად მომხიბვლელი პრინცია.
მის ახალ პროექტებს შორის არის ასევე ''ობლივიონი'', რომელშიც ტომ კრუზის პარტნიორობა ხვდა წილად.
სამსახიობო კარიერის გარდა, დანიაში კოსტერ-ვალდაუ ცნობილია ასევე როგორც სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი. თავისი ეკრანული პერსონაჟებისგან განსხვავებით, არ უყვარს სკანდალები და ჩხუბი. მშვიდად ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ''ტახტების თამაშების'' დასრულების შემდეგ კიდევ აქვს რამდენიმე შეთავაზება _ ასეთ საინტერესო გარეგნობის და ქარიზმატულ მსახიობს ჰოლივუდი ადვილად ვერ შეელევა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS