



განვიცდით პის ცხოვრებას და საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას, სინამდვილეში რომელი ამბავი დავიჯეროთ ამ ფილმიდან, ჰიტ ლეჯერის ''ჯოკერი'' გვაოცებს თავისი მონოლოგებით ცხოვრების საზრისზე, თავად ლეჯერი კი ვერასდროს ვეღარ შექმნის ასეთ ბრწყინვალე როლს კინოში, რადგან ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ამ როლით თავი კინოგალერეაში სამუდამოდ დაიმკვიდრა...


ბავშვობიდან მოგვყვება სტივენ სპილბერგის ი თი, ჩვენც გამალებით ვიბრძვით სამას სპარტელთან ერთად, ჰარი პოტერის მსგავსად, გვსურს ჯადოსნური ჯოხის აქნევა და შესაბამისი სიტყვების წარმოთქმა, ბენი ჰურისა და სპარტაკის პირველად ნახვის შემდეგ, ემოციებს ვერ ვუმკლავდებით...

კინოსამყაროს მაგიური ძალა არაერთხელ გამოგვიცდია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად შექმნილი ილუზიაა, რეჟისორები კი ერთგვარად ჰარი პოტერები არიან. როგორც კი იტყვიან, ''გადაღებულია!..'', ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, მსახიობებიც პერსონაჟებიდან ''გამოდიან'' და ფოტოგრაფიც მუშაობას იწყებს.


სწორედ ამ ''გაწკაპუნებების'' შედეგია ლეგენდარული ფილმების კულისებში გადაღებული ეს ფოტოებიც, რომლებიც მთლიანად შეგიცვლით წარმოდგენას თქვენთვის ნაცნობ პერსონაჟებზე...
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის