ღონისძიების დასაწყისში წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა სიმპათიური გოგონა, მოკლე კაბით. როცა ის გვერდზე მიბრუნდა, ფოტოგრაფებს ერთხმად აღმოხდათ განცვიფრების შეძახილი: როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესსა და
''ლათინოამერიკელ კარდაშიანად''მონათლულ გოგონას ჟურნალისტებმა მალევე ჰკითხეს _ მისი საჯდომი ბუნებრივია თუ პლასტიკური ქირურგის ''წყალობა~. მარიენმა აღიარა, რომ ყველაფერი ნატურალური აქვს და ისიც დაიჩივლა, ბავშვობაში დედა ყველაზე დიდ საფენებს მაცმევდაო.

''ნამდვილი დუნდულები მაქვს! სერიოზულად! და იცით, ისინი ყოველდღე იზრდება!'' - დასძინა მსახიობმა.
მინიატიურული გოგონას სიმაღლე, რომელიც ძალიან ჰგავს ევა ლონგორიას, 165 სანტიმეტრია. ჯერ კიდევ 1995 წლიდან მონაწილეობს ლათინოამერიკულ ფილმებში და შიგადაშიგ ამერიკულ სერიალებში. ამიერიდან მარიენს აშკარად მეტ ყურადღებას მიაქცევენ. კიმ კარდაშიანსაც ხომ სწორედ მისმა უკანალმა გაუთქვა სახელი, თორემ რაიმე განსაკუთრებული ნიჭით მას არასოდეს გაუოცებია საზოგადოება.
ჟურნალი ''რეიტინგი''