
იდეის ჩასახვიდან ნახევარ წელიწადში ბენიტა მოხვდა ''თოჯინების მოყვარულთა საზოგადოებაში''. ''მათ საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ უელსში და გავემგზავრე. პირველები, ვისაც შევხვდი, იყვნენ 55 წლის კარლის, თოჯინების

ჯერჯერობით ბენიტა ექვს კაცს შეხვდა. ორი მათგანი დაქორწინებულია და შვილებიც ჰყავს. ორი, 13-წლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლს გაეყარა. ერთმა ქორწილამდე მიატოვა საცოლე, ერთსაც - არასოდეს ჰქონია სერიოზული ურთიერთობები ქალთან. ამ ყველას სხვადასხვა ამბავი და მიზეზი აქვს, რატომ ცხოვრობენ თოჯინებთან. ყველანი განსხვავებულები არიან, მაგრამ საერთო აქვთ - ამბობენ, რომ თოჯინები მათ მარტოობას უმსუბუქებენ.

ხშირად ამ თოჯინებს სხვადასხვა სახე აქვთ, რათა მათი შეცვლა შეიძლებოდეს ''ხასიათის'' მიხედვით. ანუ პატრონს შეუძლია, მისთვის სასურველი სხვადასხვა სახე მოარგოს თოჯინის ტანს. თოჯინების უმეტესობა დაკვეთით არის დამზადებული - ზოგიერთი რომელიმე ფილმის ან სერიალის მთავარ გმირს ჰგავს, სხვა - საყვარელ ქალს.

ზოგიერთს არ რცხვენია თავისი გატაცების, სხვები კი გულმოდგინედ მალავენ და ბევრის ახლობელმა არც კი იცის, რომ ის თოჯინების ფანია და თოჯინასთან ერთად სძინავს კიდეც...
ჟურნალი ''რეიტინგი''