ბიბლიური სამოთხე მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ამტკიცებს კალიფორნიელი მკვლევარი მაიკლ სანდერსი. გაზეთ ''ჩიკაგო სანტაიმსში'' გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ასეთ დასკვნამდე ბიბლიის ტექსტისა და ნასა-ს თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების გაანალიზების შემდეგ მივიდა.
მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ სამოთხის ბაღის ადგილმდებარეობა. ასახელებდნენ სეიშელის კუნძულებს ინდოეთის ოკეანეში, უდაბნოს სინას ნახევარკუნძულზე, მდინარეების ევფრატისა და ტიგროსის დელტას, რომლებიც სპარსეთის ყურეში ჩაედინება და ამერიკის მისურის შტატის დასავლეთ რაიონებსაც კი.
სანდერსის თქმით, ბიბლიაში საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად არის მითითებული ბაღების
განლაგება, სადაც ედემზე გამავალი მდინარე ოთხად იყოფა და ამ მდინარეების სახელწოდებებიც არის აღნიშნული. ''მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი'' (დაბადება: 2-10). მაიკლ სანდერსის აზრით, ეს ოთხი მდინარე არის მურადი, ტიგროსი, ევფრატი და ევფრატის ჩრდილოეთი განტოტება.
ჟურნალი ''რეიტინგი''