ბრიტანელი გოგონა 112 კილოგრამი იყო და იმდენად მოინდომა, რომ ახლა 50 კილოგრამია. ''მამას უნდოდა, ჯანმრთელი ვენახე, მაგრამ იცოდა, რომ დიდხანს დიეტაზე ჯდომას ვერ ვახერხებდი. ამიტომ, მოტივაცია რომ მქონოდა, შემომთავაზა, თუ გავხდებოდი, ფულს მომცემდა სილიკონის მკერდისთვის'',
როგორც ჯორჯინა ამბობს, სიმსუქნის პრობლემები მეორე შვილის დაბადების შემდეგ დაეწყო. მშობიარობის შემდეგ დეპრესია ჰქონდა, გაზიან სასმელებსა და შოკოლადს მიეძალა და მალე მკვეთრად მოიმატა წონაში. ხოლო როცა ბავშვების მამას გაშორდა, მისი წონა საერთოდაც უკონტროლო გახდა.

''ნამდვილი ჩაკეტილი წრე იყო. ვერ ვიტანდი საკუთარ თავს და სულ უფრო მეტს ვჭამდი'', - იხსენებს ქალი. სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ჯორჯინას მოსწონდა, მკერდი იყო და დარდობდა, რომ წონის მკვეთრი კლების შემდეგ მკერდის ზომაც შეუმცირდებოდა. როცა მამამისმა შეიტყო, რაზე ღელავდა მისი შვილი, შეჰპირდა, თუ წონაში დაიკლებდა, აუცილებლად აუნაზღაურებდა მკერდის გადიდების ოპერაციას.
სანამ ჯორჯინა ხდებოდა და თავდაჯერებას კვლავ იძენდა, პირადი ცხოვრებაც აეწყო - 31 წლის დიზაინერს შეხვდა და ცოლადაც გაჰყვა. მერე კიდევ დაორსულდა და მესამე შვილიც გააჩინა, თუმცა მიზანს მაინც მიაღწია, დაიკლო კიდეც და ახლა მშვენიერი მკერდითაც იწონებს თავს.
ჟურნალი ''რეიტინგი''