04 ივნისი, 2013
რეზო გიგინეიშვილის ყოფილი ცოლი ''პლასტიკის მსხვერპლი'' აღარ არის
სულ უფრო ებუშტებოდა პირი, ხან გახდებოდა, ხან გასუქდებოდა, თმის ფერსაც გამუდმებით იცვლიდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მიაგნო თავის სტილსა და ფორმას და მოდელსაც კი დაემსგავსა. ქართველ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილთან დაშორების მერე რუსული''ვარსკვლავების ფაბრიკის''წევრი ანასტასია კოჩეტკოვა ჩრდილში აღმოჩნდა და თავისი შემოქმედებით საზოგადოებას იშვიათად ახარებს. რეზოს სახელი კი, პირიქით, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზეა.
Rating
ნასტიას გიგინეიშვილისგან ქალიშვილი ჰყავს _ შვიდი წლის მაშა და ხშირად საყვედურობს რეზოს უყურადღებობაში. ქართველ რეჟისორს კი ნადია მიხალკოვამ უკვე მეორე
შვილი გაუჩინა და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია მასთან ერთად.
ბოლო დროს კოჩეტკოვაც გამოცოცხლდა. ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ჩაწერა და საკუთარ თავზეც ბევრი იმუშავა. ადრე თავისი დაბერილი ტუჩებით და გასიებული სახით პლასტიკის მსხვერპლს ჰგავდა.
ტუჩების გადიდების მერე გამუდმებით იღებდა სილიკონის ახალ-ახალი დოზებს და სულ უფრო ებუშტებოდა პირი, ხან გახდებოდა, ხან გასუქდებოდა, თმის ფერსაც გამუდმებით იცვლიდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მიაგნო თავის სტილსა და ფორმას და მოდელსაც კი დაემსგავსა.
ნასტიამ არ დაიზარა, ფოტოც მრავლად გადაიღო და თავისი მოხდენილი ფორმებით თავი მოიწონა. იმედია, მის ცხოვრებაში ახალი მამაკაციც გამოჩნდება და რეზოზე ტირილს შეეშვება, თორემ ის თავს მიხალკოვების სიძის ამპლუაში ისე კარგად გრძნობს, ნასტიას მშვენიერი ფორმებიც ვერ მიაბრუნებს უკან.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS