ბევრი ცნობილი ქალბატონი გვაძლევს ამის მაგალითს და ახალგაზრდობის შენარჩუნების თავის საიდუმლოებებსაც ფლობს.
უარი თქვით სიგარეტზე - თამბაქოს მოწევა მინიმუმ ათი წლის

სექსით დაკავდით - სიყვარული თურმე ძალიან სასარგებლოა. სექსი აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს განწყობას, გაცილებთ მუწუკებსა და ზედმეტ წონას. ოღონდ, ყველაზე სასურველია კვირაში სამჯერ სექსი, თუ გსურთ ასაკზე სამჯერ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ამ წესს მისდევს 55 წლის შერონ სტოუნი, რომელიც 27 წლის მანეკენ მარტინ მიკას ხვდება და თავს ბედნიერად გრძნობს.
ბავშვივით იძინეთ - სწორად ორგანიზებული დღე და ჯანსაღი ღამის ძილი არა მხოლოდ თვალების ქვეშ სიმუქეებს აგაცილებთ თავიდან, არამედ ზედმეტ ნაოჭებსაც. ბევრი ვარსკვლავი, რაც უნდა დატვირთული გრაფიკი ჰქონდეს, ცდილობს, ყოველთვის კარგად გამოიძინოს. მათი უმრავლესობა საწოლში არანაკლებ 7 საათს ატარებს. ეს წესი აქვს 67 წლის ჰელენ მირენს და შედეგიც სახეზეა!

სიამოვნებით ცხოვრება - სტრესები სილამაზეს შიგნიდან ებრძვიან. ნერვების დამშვიდებასა და მოდუნებაში საყვარელი საქმიანობები დაგეხმარებათ: შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა, მაღაზიებში სიარული - ვისაც რა მოსწონს. აირჩიეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და როცა იგრძნობთ, რომ ნერვები გძლევთ, გაიხსენეთ სასიამოვნო საქმიანობა. თუნდაც იოგა - მარტივი ასანების ათვისება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. 54 წლის მიშელ პფაიფერი სწორედ იოგის წყალობით გამოიყურება ისევე, როგორც 40 წლის ასაკში.
უარი თქვით უსარგებლო გატაცებებზე - ზედმეტი წონა აბერებს და სნეულებებსაც მატებს. ვისაც დიდხანს სურს ფორმაში ყოფნა, დიდი ხანია გადავიდა ანტიოქსიდანტებით მდიდარ პროდუქტებზე: ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, კენკრა, თხილი, წითელი ღვინო, მწვანე ჩაი, სუნელები. 78 წლის სოფი ლორენი ჯანსაღი კვებით აღწევს დაუჯერებელ შედეგებს. 63 წლის მერილ სტრიპის დიეტით კი ხუთი კილოს დაკლება შეიძლება, თან დიეტა გემრიელია: ტომატის წვენი, ვაშლი, ფორთოხალი, ვინეგრეტი, თაფლი და ცოტა ყველი.
მოამზადა ლელა ზურებიანმა
ჟურნალი ''რეიტინგი''