01 ივნისი, 2014
ვისაც აინტერესებს, რით იღლება ცოლი, როცა სახლშია და "არაფერს აკეთებს"
ქმარი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ სამივე ბავშვი ეზოში თამაშობდა, ჯერ კიდევ პიჟამებში შემოსილები. საჭმლის ცარიელ კოლოფებს ტალახში ზელდნენ და გარშემო ყველგან ნაგავი ეყარა.

ცოლის მანქანის კარი ღია იყო, ისევე, როგორც სახლის მთავარი კარი. ძაღლი არსად ჩანდა.

დერეფანში კიდევ მეტი ქაოსი დახვდა. მისაღებ ოთახში ტელევიზორი მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, იატაკზე, ავეჯზე - ყველგან სათამაშოები და ტანსაცმელი იყო მიმოფანტული. სამზარეულოს იატაკი საჭმლის ნამცეცებით იყო სავსე, მაცივრის კარი - ღია, ნიჟარაში - ჭუჭყიანი ჭურჭელი.

ქმარმა სასწრაფოდ აირბინა
კიბეზე, სათამაშოებსა და ტანსაცმლის გროვას ახტებოდა და გულშეკუმშული ეძებდა ცოლს. ეშინოდა, რომ მას რაღაც დაემართა ან რაიმე უფრო სერიოზული მოხდა. საძინებელში შეირბინა. იქ კი რას ხედავს - მისი ცოლი საწოლში წევს, საღამურში გამოწყობილი, და წიგნს კითხულობს.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკა
ძალიან მომწონს რადგან ეგეტი მეც ჩამიტარებია და გაამართლა
23:11 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS