30 მაისი, 2014
116 წლის მისაო ოკავას ჯანმრთელობის საიდუმლო
გარდა შვილებისა, მისაო ოკავას ოთხი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავს პლანეტის უხუცესმა მცხოვრებმა მისაო ოკავამ ახლახან თავისი 116-ე დაბადების დღე აღნიშნა. ეს ტიტული მას გასული წლის ივნისში გადაეცა, თავისივე თანამემამულის, 116 წლის ძიროემონ კიმურას გარდაცვალების შემდეგ.

როგორც იუბილარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დიდ ასაკს იმიტომ მიაღწია, რომ ბევრ სუშის მიირთმევდა და დღე-ღამეში არანაკლებ რვა საათი ეძინა, ხშირად კი დღისითაც ჩათვლემდა ხოლმე. ''ჭამეთ და იძინეთ, და დიდხანს იცოცხლებთ, -თქვა მან ინტერვიუში. -და კიდევ, მოდუნებაც საჭიროა''.

''მისაო დღეში სამჯერ
ჭამს, მოზრდილი ულუფებით, -აღნიშნა ტომოჰიტო ოკადამ, ხანდაზმულთა იმ სახლის დირექტორმა, სადაც უხუცესი ბოლო თვრამეტი წელია ცხოვრობს. -მას განსაკუთრებით უყვარს სკუმბრია ბრინჯით''.

მისაო ოჯავა მართლაც საოცარი ადამიანია, რადგან მან სამი საუკუნე მოიცვა. კითხვაზე თავის სიცოცხლეში ყველაზე ღირსსახსოვარი მოვლენის შესახებ იგი დაუფიქრებლად პასუხობს:

გათხოვება და სამი შვილის დაბადება. აღსანიშნავია, რომ მისმა ვაჟმა და ქალიშვილმა მემკვიდრეობით მიიღეს დედის გენები. ისინი ამჟამად 94 და 92 წლისანი არიან. გარდა შვილებისა, მისაო ოკავას ოთხი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ვანო
მართალია პირველ რიგში ემოციურად უნდა გაწონასწორდე ადამიანი და შემდეგ ჯანსაღი კვება და რაც მთავარია კარგი გარემო ოჯახში და სამსახურში.
01:36 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა ნინო
ადამიანს აბერებს და კლავს ემოცია.ეს და ამისთანები კიდევ 116 წელი იცოცხლებენ.აინტერესებთ რამე? იციან დარდი თუ რა?
15:36 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS