ბოლოს მაროკოელი პრინცესა ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე გამოჩნდა. ბეატრიქსმა თავისი ვაჟის, ვილემ-ალექსანდრის სასარგებლოდ დატოვა ტახტი.

იმ საღამოს მაყურებლის მთელი ყურადღება მაროკოს მეფე მოჰამედ VI-ის მეუღლისკენ - ლალა სელმასკენ იყო მიმართული. ბევრმა აღიარა,
ლალა მაროკოელი მასწავლებლის ჰაჯ აბდელჰამიდ ბენანის ქალიშვილია, დედა ადრე გარდაეცვალა და ბებიასთან იზრდებოდა. მერე რაბათში კერძო სკოლა დაამთავრა და იქვე მიიღო უმაღლესი განათლება- მათემატიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აქვს. 2000 წელს დაასრულა ინფორმატიკისა და სისტემური ანალიზის უმაღლესი სკოლა, რის შემდეგაც სტაჟირებაზე მიავლინეს მაროკოს უმსხვილეს კერძო კორპორაციაში „ომნიუმ ნორთ აფრიკა“, რომელშიც სამეფო ოჯახს აქციების სოლიდური წილი აქვს.

2002 წელს ლალა ცოლად გაჰყვა მაროკოს მეფეს. მართალია, ის არასდროს გახდება დედოფალი, მაგრამ აქვს უფლება, შეასრულოს მაროკოს პირველი ლედის მოვალეობები და მუჰამედის ერთადერთ ცოლად რჩება. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.
ჟურნალი რეიტინგი