02 ივნისი, 2013
მაროკოს პრინცესა ლალა კეიტ მიდლტონს ჩრდილავს
ლალას ძირითადად გრძელი, ტრადიციული კაბები აცვია, ყოველთვის საუცხოოდ ახამებს ფერებს, მისი ძვირფასი სამკაულები და სტილი დახვეწილად და დედოფლურად აღიქმება. როგორც ჩანს, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონს მეტოქე გამოუჩნდა. ბევრი მიიჩნევს, რომ მაროკოს პრინცესა ლალა სელმას დიდი შანსები აქვს, თავისი მოდური გამოსვლებით პრინცესა კეიტი დაჩრდილოს.
ბოლოს მაროკოელი პრინცესა ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე გამოჩნდა. ბეატრიქსმა თავისი ვაჟის, ვილემ-ალექსანდრის სასარგებლოდ დატოვა ტახტი.
Rating
იმ საღამოს მაყურებლის მთელი ყურადღება მაროკოს მეფე მოჰამედ VI-ის მეუღლისკენ - ლალა სელმასკენ იყო მიმართული. ბევრმა აღიარა,
რომ სამეფო სისხლის ყველაზე მოდური წარმომადგენელი იმ დღეს სწორედ ლალა იყო, ისევე, როგორც ძალიან ხშირად ბოლო დროს. მიუხედავად იმისა, რომ ლალას ძირითადად გრძელი, ტრადიციული კაბები აცვია, ყოველთვის საუცხოოდ ახამებს ფერებს, მისი ძვირფასი სამკაულები და სტილი დახვეწილად და დედოფლურად აღიქმება.
ლალა მაროკოელი მასწავლებლის ჰაჯ აბდელჰამიდ ბენანის ქალიშვილია, დედა ადრე გარდაეცვალა და ბებიასთან იზრდებოდა. მერე რაბათში კერძო სკოლა დაამთავრა და იქვე მიიღო უმაღლესი განათლება- მათემატიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აქვს. 2000 წელს დაასრულა ინფორმატიკისა და სისტემური ანალიზის უმაღლესი სკოლა, რის შემდეგაც სტაჟირებაზე მიავლინეს მაროკოს უმსხვილეს კერძო კორპორაციაში „ომნიუმ ნორთ აფრიკა“, რომელშიც სამეფო ოჯახს აქციების სოლიდური წილი აქვს.

Rating
2002 წელს ლალა ცოლად გაჰყვა მაროკოს მეფეს. მართალია, ის არასდროს გახდება დედოფალი, მაგრამ აქვს უფლება, შეასრულოს მაროკოს პირველი ლედის მოვალეობები და მუჰამედის ერთადერთ ცოლად რჩება. წყვილს ქალ-ვაჟი ჰყავს.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ძალიან ლამაზია
ისევე როგორც, კატარის შეიხის მეუღლე და იორდანიის დედოფალი, ესეც ულამაზესია!!!
00:44 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რამქვია
ვერ გავიგე რატომ ვერ გახდება დედოფალი. როცა რამეს წერთ, ,მოკლედ განმარტება მიაყოლეთ, პატივი ეცით თქვენს მკითხველებს!
19:22 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან ლამაზი და მდიდრული ქალია!
11:05 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
რატომ ითვლება მიდლტონი ესეთ ფიგურათ? მაგაზე ბევრად მაგრადაც იცვამენ და ბევრად ლამაზებიც არიან! არ წაიღეს ტვინი!
10:59 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS