მთქნარება იმ ინსტინქტის ანარეკლია, რაც ყოველ ცხოველს ახასიათებს. ბაყაყები, ძაღლები და ადამიანები თითქმის ერთნაირად ამთქნარებენ. როდესაც ირმების ჯოგის გადაადგილების დროს მეთაური ხარირემი დაამთქნარებს, ეს შესვენების ნიშანია.
მაგრამ მთქნარება მხოლოდ დაღლილობაზე როდი მეტყველებს. ბარტყები შიმშილის დროს ამთქნარებენ, ნიანგი კი - მსხვერპლზე თავდასხმის
პროფესორ შუარის მტკიცებით, მთქნარება მეტად სასარგებლოა: იგი ხსნის დაღლილობას, ფსიქოლოგიური განტვირთვის იოლად მისაღწევი, სასიამოვნო საშუალებაა, ხელს უწყობს ფილტვებში ჰაერის განახლებას, თვითმფრინავის დაშვების დროს ამცირებს ყურის წნევას.
ინტერესს იწვევს მთქნარების ინტიმური მხარეც. მამრი მაიმუნი დედალს სწორედ მთქნარებით ''უგზავნის'' სასიყვარულო სიგნალს. მართალია, ადამიანებში ასეთი რამ არ არის მიღებული, მაგრამ მაინც ნუ შეშფოთდებით, თუკი საპირისპირო სქესის არსება თქვენი თანდასწრებით დაამთქნარებს - ადამიანების წინაპრებად ხომ მაიმუნები მიიჩნევიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''