20 მაისი, 2014
მერიემ უზერლი სულთანის ჰარამხანაში ბრუნდება – ''დიდებულ საუკუნეს'' ფილმად გადაიღებენ
მაშინ ამბობდნენ, რომ მსახიობი განდიდების მანიამ შეიპყრო, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი მიზეზი ფეხმძიმობა გახლდათ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ''დიდებული საუკუნის'' მსახიობი მერიემ უზერლი ჰიურემ სულთანის როლს უბრუნდება. ინტერნეტში გაჩნდა სურათები, სადაც გოგონას კვლავ წითელი ფერის თმა აქვს. ამ სიახლემ სერიალის მოყვარულები ძალიან გაახარა.

პოპულარული თურქული საიტების ინფორმაციით, ძალიან მალე დაიწყებოდა სრულმეტრაჟიან ფილმ ''დიდებული საუკუნის'' გადაღებები. ფილმში მთავარ როლს მერიემ უზერლი ითამაშებს.

''ტიმს პროდაქშენი'', რომელიც სერიალზე მუშაობდა, დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მაყურებლების წერილებს 50-ზე
მეტი ქვეყნიდან. სერიალის მოყვარულები თხოვდნენ გადაეღოთ სრულმეტრაჟიანი ფილმი ''დიდებულ საუკუნეზე''. საბოლოოდ გადაწყვიტეს, ეს იდეა სისრულეში მოეყვანა. თუ ვინ იქნებოდა მთავარ როლზე, ეს კითხვაც კი არ დასმულა. რა თქმა უნდა, მერიემ უზერლი.

მერიემმა სერიალი გადაღებების დამთავრებამდე თავისი სურვილით დატოვა. მაშინ ამბობდნენ, რომ მსახიობი განდიდების მანიამ შეიპყრო, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი მიზეზი ფეხმძიმობა გახლდათ.

მიუხედავად დროებითი დამშვიდობებისა, ამჯერად რეჟისორის შეთავაზებას ფილმში გადაღებაზე სიამოვნებით დათანხმდა.

ფილმში სერიალიდან ბევრი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ხალიტ ერგენჩი, რომელიც სულთან სულეიმანის როლს ასრულებდა. მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ უკვე ძალიან ახლობელი როლისთვის თავი აერიდებინა, მის გარეშე სერიალი წარმოუდგენელია. ერგენჩს კვლავ ვიხილავთ ოსმალეთის იმპერიის მმართველის როლში.

კესო ლაღიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Lიანა
აბა სად წავიდა ჩემი Kომენტარი,ტყუილად ვწერე ამდენი?
19:32 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
Lიანა
Kი მაგრამ,როგორ უნდა ითამაშოს ჰიურემ შUლთნის როლში,როცა ჩემი ტვალიტ მაქვს ნანახი ჰიურემი რომ კვდება,რუსებს აქვთ ეს სერიალი ,რუსულად ნათარგმნი,ისინი გაცილებით წინ არიან...
19:29 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS