პოპულარული თურქული საიტების ინფორმაციით, ძალიან მალე დაიწყებოდა სრულმეტრაჟიან ფილმ ''დიდებული საუკუნის'' გადაღებები. ფილმში მთავარ როლს მერიემ უზერლი ითამაშებს.
''ტიმს პროდაქშენი'', რომელიც სერიალზე მუშაობდა, დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მაყურებლების წერილებს 50-ზე
მერიემმა სერიალი გადაღებების დამთავრებამდე თავისი სურვილით დატოვა. მაშინ ამბობდნენ, რომ მსახიობი განდიდების მანიამ შეიპყრო, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი მიზეზი ფეხმძიმობა გახლდათ.
მიუხედავად დროებითი დამშვიდობებისა, ამჯერად რეჟისორის შეთავაზებას ფილმში გადაღებაზე სიამოვნებით დათანხმდა.
ფილმში სერიალიდან ბევრი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ხალიტ ერგენჩი, რომელიც სულთან სულეიმანის როლს ასრულებდა. მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ უკვე ძალიან ახლობელი როლისთვის თავი აერიდებინა, მის გარეშე სერიალი წარმოუდგენელია. ერგენჩს კვლავ ვიხილავთ ოსმალეთის იმპერიის მმართველის როლში.
კესო ლაღიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის