31 მაისი, 2013
სექსუალური ქალების ულამაზო ქმრები

მართალია, ახლა ჯულია აღარ არის ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალი, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისთვის სუპერქალბატონად აღიარეს და ვერავინ იგებდა, ეს „ლამაზმანი“ რატომ გაჰყვა ცოლად ამ „ურჩხულს“
 ამ მამაკაცებს მომხიბვლელებს ვერ უწოდებ, თუმცაღა ისინი პლანეტის ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალებს უყვართ. რატომღაც სწორედ ასეთი მამაკაცები იზიდავენ მშვენიერი ქალბატონების ყურადღებას. ასეთ ცნობილ წყვილთა შორის, როდესაც ქალი ბევრად უფრო ლამაზია მამაკაცზე, ხშირად იხსენიებენ მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელს, ბიონსესა და ჯეი ზის, თუმცა ამჯერად შედარებით უცნობ ან მივიწყებულ წყვილებს
გადავავლოთ თვალი.

1989 წელს ჩეხმა მოდელმა პოლინა პორიზკოვამ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ჯგუფ თჰე ჩარს-ის ლიდერ რიკ ოკეისეკისთვის დაეკავშირებინა. სანამ დაქორწინდებოდნენ, ხუთ წელზე მეტი ხვდებოდნენ ერთმანეთს. დღეს წყვილი ორ ვაჟს ზრდის და ერთი დღეც არ შორდება ერთმანეთს.

Rating
ავსტრალიელი მოდელი კრისტი ჰინზი 2009 წელს 30 წლის იყო და 65 წლის მილიარდერ ჯეიმს კლარკს გაჰყვა ცოლად, რის გამოც „ვიქტორიას სიქრეტის“ სულით ვაჭარ ანგელოზად აღიარეს. კრიტიკის მიუხედავად, კრისტი არ იღლება იმის მტკიცებით, რომ გიჟდება ჯეიმსზე და მას ქალიშვილიც გაუჩინა.

Rating
სუპერმოდელი სტეფანი სეიმური მომავალ მილიონერ პიტერ ბრანტს 1995 წელს გაჰყვა ცოლად. მათი ცოლქმრული ცხოვრება მგზნებარე იყო, არაერთხელ საჯაროდ გაურჩევიათ ოჯახური ამბები, კინაღამ განქორწინდნენ კიდეც. თუმცა ამჟამად ისევ ერთად არიან და სამ შვილსაც ზრდიან.

Rating
მსახიობმა კეიტ ბლანშეტმა 1997 წელს გაიცნო სცენარისტი და მემონტაჟე ენდრიუ აპტონი და იმავე წელს იქორწინეს. აპტონთან კეიტმა სამი ვაჟი გააჩინა, ხშირად ამბობს, რომ გიჟდება თავის ქმარზე და მასთან ნამდვილად დიდი სიყვარული იპოვა.

Rating
როდესაც არასტანდარტულ წყვილებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, ისინი არ გავიხსენოთ, ვისმა ურთიერთობამაც დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ყველაზე ცნობილი ასეთთა შორის, როდესაც ქალი ულამაზესი იყო, კაცი კი შორს გახლდათ მამაკაცის სილამაზის შესახებ საყოველთაოდ მიღებული იდეალებისგან, უნდა მოვიხსენიოთ დიტა ფონ ტიზი და მერილინ მენსონი. მათმა ქორწინებამ ერთ წელს გაუძლო. მართალია, „ბურლესკის დედოფალი“ ქმარს გაშორდა, მაგრამ მასთან მეგობრული ურთიერ-თობები შეინარჩუნა.

Rating
ჯულია რობერტსის პირველმა ქორწინებამ მსახიობ და ქანთრი-მომღერალ ლაილ ლოვეტთან ორ წელს გასტანა. მართალია, ახლა ჯულია აღარ არის ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალი, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისთვის სუპერქალბატონად აღიარეს და ვერავინ იგებდა, ეს „ლამაზმანი“ რატომ გაჰყვა ცოლად ამ „ურჩხულს“ შეიძლება ამიტომაც გაიყარნენ 1995 წელს.

Rating
7 წელს გასტანა სუპერმოდელ ჰაიდი კლუმისა და მომღერალ სილის კავშირმა და ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილადაც მიიჩნეოდა. ოთხ შვილს ზრდიდნენ ერთად _ აქედან სამი საერთო იყო. გაყრის მიზეზი სილის ღალატი აღმოჩნდა, რომელიც დღემდე არ იხსნის ნიშნობის ბეჭედს და ამას იმით ხსნის, რომ ჯერ კიდევ უყვარს ყოფილი ცოლი და ნანობს თავის საქციელს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
meri
urchxuli amis damweria
19:39 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატ
ვაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
23:41 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS