ბოტოქსი და სკალპელი წლებს კი აკლებს ადამიანებს, თუმცა მათ მთლიანად უცვლის სახეს და ხელოვნურ თოჯინებს ამსგავსებს. დონატელას ანგარიშზე ათობით ოპერაციაა, თუმცა თავად მოდელიერი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ოპერაციით არის კმაყოფილი

92 წლის ჟაკლინ სტალონე ასაკზე ბევრად პატარად გამოიყურება, მაგრამ რის ფასად! საზოგადოებაში გამოსვლამდე ყოველთვის მიდის კოსმეტოლოგთან, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ჟაკლინის ტუჩებმა მოცულობა არ დაკარგოს, თვალები კი უმტკივნეულოდ დახუჭოს და გაახილოს.

სანამ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთს მართავდა, კარლა ბრუნი დღეებს კოსმეტოლოგებთან ვიზიტებით ამრავალფეროვნებდა. ამასობაში მისი სახე მკვეთრად შეიცვალა: ყვრიმალები გამოეკვეთა, თვალები დაუვიწროვდა, მუდამ გაოცებული გამომეტყველება შერჩა. 46 წლის ქალბატონს ბოტოქს-ბურუნდუკიც კი შეარქვეს.

56 წლის მელანი გრიფიტს თავის დროზე მგზნებარე ახალგაზრდობა ჰქონდა. წარსულის შეცდომების გამოსწორება პლასტიკის მეშვეობით სცადა. საბედნიეროდ, დროულად მიხვდა, რომ ცუდი გზა აირჩია და გაჩერდა. ახლა, ასე თუ ისე, მაინც ჰგავს საკუთარ თავს.

52 წლის მეგ რაიანმა მელოდრამებით და თავისი სასაცილო, საყვარელი გამომეტყველებით გაითქვა სახელი. თუმცა წლების მატებასა და პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტების სიხშირესთან ერთად, სულ უფრო ემსგავსება ფუტკრების მიერ დაკბენილ არსებას.

თვითაღიარებული სუპერმოდელი ჯენის დიკინსონი მალე 60 წელს მიუკაკუნებს. როგორ ახერხებს, რომ ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს? არ მალავს, რომ ამაში ეხმარება ლიპოსაქცია, რეგულარულად კანისა და ყელის დაჭიმვა, ასევე ბოტოქსის განუსაზღვრელი რაოდენობის ინიექცია.

ელვის პრესლის ცოლი პრისცილა პრესლი დიდი ხანია, ''შემჯდარია სილამაზის ნემსებზე. 68 წლის ვარსკვლავს მიაჩნია, რომ ''პლასტიკური ქირურგის მუშაობა მექანიკოსის მუშაობას ჰგავს, რომელიც მანქანის ნაწილებს პოხავს.