14 მაისი, 2014
პლასტიკა-ფანტასტიკა - რას უშვრება ვარსკვლავებს სკალპელი და ბოტოქსი
მდიდარი და ცნობილი ქალბატონები ცდილობენ, ამ კანონზომიერებას შეეწინააღმდეგონ ახალგაზრდობა არ არის მარადიული და ამას ვერაფერს უზამ, თუმცა მდიდარი და ცნობილი ქალბატონები ცდილობენ, ამ კანონზომიერებას შეეწინააღმდეგონ. გამოსდით თუ არა, ეს სხვა საქმეა. დონატელა ვერსაჩე გასულ კვირას 56 წლის გახდა. ასაკი ნაკლებად ეტყობა, პლასტი-კური ქირურგების ''ნახელავი - საკმაოდ.

ბოტოქსი და სკალპელი წლებს კი აკლებს ადამიანებს, თუმცა მათ მთლიანად უცვლის სახეს და ხელოვნურ თოჯინებს ამსგავსებს. დონატელას ანგარიშზე ათობით ოპერაციაა, თუმცა თავად მოდელიერი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ოპერაციით არის კმაყოფილი
- მკერდის პლასტიკით. სხვადასხვა დროს შეიცვალა ცხვირის ფორმა, გაიზარდა და დაიპატარავა ტუჩები, შეისწორა სახის ოვალი. საინტერესოა, ახლა თუ მოსწონს საკუთარი თავი?

Rating

92 წლის ჟაკლინ სტალონე ასაკზე ბევრად პატარად გამოიყურება, მაგრამ რის ფასად! საზოგადოებაში გამოსვლამდე ყოველთვის მიდის კოსმეტოლოგთან, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ჟაკლინის ტუჩებმა მოცულობა არ დაკარგოს, თვალები კი უმტკივნეულოდ დახუჭოს და გაახილოს.

Rating

სანამ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთს მართავდა, კარლა ბრუნი დღეებს კოსმეტოლოგებთან ვიზიტებით ამრავალფეროვნებდა. ამასობაში მისი სახე მკვეთრად შეიცვალა: ყვრიმალები გამოეკვეთა, თვალები დაუვიწროვდა, მუდამ გაოცებული გამომეტყველება შერჩა. 46 წლის ქალბატონს ბოტოქს-ბურუნდუკიც კი შეარქვეს.

Rating

56 წლის მელანი გრიფიტს თავის დროზე მგზნებარე ახალგაზრდობა ჰქონდა. წარსულის შეცდომების გამოსწორება პლასტიკის მეშვეობით სცადა. საბედნიეროდ, დროულად მიხვდა, რომ ცუდი გზა აირჩია და გაჩერდა. ახლა, ასე თუ ისე, მაინც ჰგავს საკუთარ თავს.

Rating

52 წლის მეგ რაიანმა მელოდრამებით და თავისი სასაცილო, საყვარელი გამომეტყველებით გაითქვა სახელი. თუმცა წლების მატებასა და პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტების სიხშირესთან ერთად, სულ უფრო ემსგავსება ფუტკრების მიერ დაკბენილ არსებას.

Rating

თვითაღიარებული სუპერმოდელი ჯენის დიკინსონი მალე 60 წელს მიუკაკუნებს. როგორ ახერხებს, რომ ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს? არ მალავს, რომ ამაში ეხმარება ლიპოსაქცია, რეგულარულად კანისა და ყელის დაჭიმვა, ასევე ბოტოქსის განუსაზღვრელი რაოდენობის ინიექცია.

Rating

ელვის პრესლის ცოლი პრისცილა პრესლი დიდი ხანია, ''შემჯდარია სილამაზის ნემსებზე. 68 წლის ვარსკვლავს მიაჩნია, რომ ''პლასტიკური ქირურგის მუშაობა მექანიკოსის მუშაობას ჰგავს, რომელიც მანქანის ნაწილებს პოხავს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS