06 მაისი, 2014
ნაადრევად დაბადებული ბავშვების სულისშემძვრელი ისტორიები
ექიმები ასეთ ბავშვებს ინკუბატორში ათავსებენ ბავშვის ნაადრევად დაბადება ყოველთვის მშობლების შეშფოთებას იწვევს. აინტერესებთ, ეს რამდენად იმოქმედებს ბავშვის შემდგომ განვითარებაზე.

რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორები ბევრია და როგორც წესი, ექიმები ასეთ ბავშვებს ინკუბატორში ათავსებენ, სადაც ახალდაბადებული იმდენხანს რჩება, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

თუმცა ასეთი ბავშვის მშობლებს, ვურჩევთ არ ჩავარდნენ დეპრესიაში. დღეს მედიცინა ისე განვითარდა, რომ ძალიან ბევრი, დროზე ადრე დაბადებული ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

გიამბობთ რამდენიმე ისტორიას.

ნატან სიბერასი:

ამბობენ,
რომ ნაადრევად დაბადებული გოგონები უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან, ვიდრე, ბიჭები. ნატან სიბერასმა ეს შეხედულება დაარღვია. 2008 წელს დაბადებული ნატანის გადარჩენა ექიმებს ვერ წარმოედგინათ, რადგან ჩვილი 23 კვირის იყო. ბავშვმა დაბადებისთანავე ბუნებრივი სუნთქვა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ხელისგულისხელა იყო, სიცოცხლისთვის იბრძოდა. გადასარევი მადა ჰქონდა და კარგი კვების წყალობით მალე მოიმატა წონაში. ორი წლის ასაკში ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. მისი სახელი ნატანი ''ღმერთის საჩუქარს'' ნიშნავს.

ამელია ტეილორი:

ამ გოგონას სიცოცხლეს რამდენიმე წლის წინ მთელი ამერიკა ადევნებდა თვალს. გოგონა 2006 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა. დედამისის ფეხმძიმობა 22 კვირას გრძელდებოდა. გოგონა 285 გრამი დაიბადა და სულ რაღაც 25 სანტიმეტრი იყო. ნახევარი წელი გოგონამ სავადმყოფოში გაატარა. როდესაც ის 1800 გრამი გახდა სავადმყოფოდან გაწერეს. ის გადარჩა, თუმცა დღეს თირკმელების და ფილტვების პრობლემები აწუხებს.

Rating

მედელინ მენი:

ეს გოგონა ახლა უკვე დიდია. ქვეყანას 1989 წელს მოევლინა. დედამისის ფეხმძიმობა სულ რაღაც 27 კვირა გაგრძელდა. ბავშვი 285 გრამს იწონიდა. დღეს მედელინი ისე გამოიყურება, როგორც მისი თანატოლების ასაკს შეეფერება. დარბის და უკრავს ვიოლინოზე. მას მეგობრები ლამაზმანს ეძახიან. დიდი ხნის განმავლობაში სწორედ მედლენი ითვლებოდა ყველაზე პატარა ნაადრევად დაბადებულ ბავშვად.

Rating

იულოუ ლუდენ ბრუკსი:

იულიუ 2009 წელს 23 კვირის მოევლინა ქვეყანას. დედამისს ფეხმძიმობის პერიოდში ინფექცია დაემართა, რამაც ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია. ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბავშვი მშობიარობის დროს დაიღუპებოდა. თუმცა პატარა მებრძოლი აღმოჩნდა და როგორც კი დაიბადა, დედა ხელი ჩასჭიდა და ამოისუნთქა, ცოტა მოგვიანებით კი ტირილი დაიწყო.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS