როგორც ლეტიცია ამბობს, ეკატერინა პუტინას ქორწილი ნამდვილი ამბავია და რასაც პრესაში წერდნენ, ტყუილი არ ყოფილა. მუსიკოსის თქმით, გასაიდუმლოებული წვეულება მარაკეშში ძვირად ღირებულ სასტუმროში გაიმართა. სცენაზე ლეტიცია თავის ბენდთან ერთად იდგა.
''ძალიან ვიმხიარულეთ, თუმცა ყველაფერი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და არავისთვის შეიძლებოდა ამის
''თვითონ პუტინს არ უთქვამს, რასაკვირველია, და არც ისე ბევრი ფული გადაუხდიათ. მართლა ზღვაში წვეთია - ორასი გირვანქა სტერლინგი ავიღე'', - ამბობს ლეტიცია და აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ქორწილში ბევრი ფული არ დაუხარჯავთ, თუმცა წვეულება ხალისიანი გამოვიდა.
ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ეკატერინასა და 28 წლის კორეელი იუნ ჯონ-ვონის ქორწილი სამი დღე გაგრძელდა და მას რამდენიმე საერთაშორისო ლიდერიც ესწრებოდა.
ხმები ეკატერინასა და იუნის ქორწინების შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს გაჩნდა, თუმცა მაშინ პუტინის ადმინისტრაციამ და თვით იუნმაც უარყვეს გავრცელებული ხმები.
''კატიას 10 წელზე მეტია ვიცნობ, მაგრამ მასზე დაქორწინებას არ ვგეგმავ. ჯერ 26 წლის ვარ და ადრეა ოჯახის შექმნაზე ლაპარაკი'', - აღნიშნა მაშინ იუნმა.
ეკატერინა პუტინამ და სამხრეთკორეელმა იუნ ჯუნ ვონმა ერთმანეთი 1997 წელს მოსკოვში გაიცნეს. იუნი რუსეთში სამხრეთ კორეის ელჩის შვილი გახლდათ. რამდენიმე წელიწადში იუნი მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ეკატერინასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.
ჟურნალი ''რეიტინგი''