29 აპრილი, 2014
თურქი ლამაზმანების ხუთეული სერიალებიდან - ''ასი'' თუ ''დიდებული საუკუნე''?
ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს თურქი მსახიობების მიმართ და გთავაზობთ თურქი ქალი მსახიობების ხუთეულს თურქული სერიალები რომ პოპულარულია საქართველოში ეს მურად ილდირიმის თბილისში სტუმრობითაც დადასტურდა. ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს თურქი მსახიობების მიმართ და გთავაზობთ თურქი ქალი მსახიობების ხუთეულს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ლამაზმანებად არიან აღიარებული.

5. მეხუთე ადგილს იკავებს სერენაი სარიკაია. გოგონა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრ სერიალში თამაში ვერ მოასწრო. სერენა 2010 წლის ''მის თურქეთის'' ტიტული მოიგო და მამაკაცების გულები დაიპყრო. თავის სიყვარულს გადასაღებ მოედანზე
შეხვდა. თუმცა მისი რომანი ტალგაჰან საიშმანთან დიდხანს არ გაგრძელებულა და ახლა ლამაზმანი მარტოა.

4. მეოთხე ადგილს იკავებს ეზგი ეუბოღლუ. ბავშვობაში მას ბალერინობა უნდოდა. 2000 წელს მოიგო ''ელიტ მოდელ ლუქის'' კონკურსი და მოგვიანებით გახდა ''ვიცე მის თურქეთი''. პოპულარული გახდა სერიალ ''დიდებული საუკუნით''. სხვათა შორის, ეს მსახიობიც საყვარელ ადამიანს გადასაღებ მოედანზე შეხვდა.

Rating

3. მესამე ადგილს იკავებს ბერგიუზარ კორელი. მისი მშობლები ცნობილი თურქი მსახიობები არიან. ერთი პერიოდი ხელბურთს თამაშობდა და პარალელურად დაიწყო მსახიობობა. მისი ყველაზე ცნობილი როლი სერიალ ''ათას ერთი ღამეა'', სადაც მან გაიცნო მომავალი მეუღლე ჰალიტ ერგენჩი.

Rating

2. მეორე ადგილს იკავებს ბირჩე აკალაი. მსახიობმა უმაღლესის დამთავრებისთანავე დაიწყო სერიალებში თამაში და პარალელურად გახდა ტელეწამყვანი. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა ''ცასა და მიწას შორის''.

Rating

1. და ბოლოს პირველ ადგილს იკავებს ტუბა ბუიკუსტი. მას ბევრი იცნობს, როგორც სერიალ ''ასის'' მთავრი როლის შემსრულებელს. მისი მეუღლე ონურ საილაკია, რომელიც სერიალ ''ასი''-ში ერთ-ერთ როლს ასრულებდა. მათზე თურქულ პრესაში ბევრი ჭორი იწერებოდა. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ წყვილმა ტყუპების დაბადების შემდეგ საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.

Rating

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
ჰემი
ტუბათი მოხიბლული ვარ, ნამდვილად გასაოცარი ქალია. ასეთი ლამაზი დიდი ხანია არავინ მინახავს.
21:12 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალო
სულაც არაა, ის ულაამაზესია, მე ძალიან მომწონს, გასაცოცარია უმაკიაჯოთაც, ტა ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს, შეიძლება არ აქვს კარგი ტანი მაგრამ მაინც 1ლია, და განუმეორებელი
21:05 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენოს
ტუბა იმდენად ლამაზია იმ სერიალში რომელსაც ამბობ და იმდენად კარგად თამაშობს რომ კვირიდან კვირამდე არ ჩამოდის ჟურნალების გარეკანიდან ... მილიონობით ხალხს მოწონს ... ნომერ პირველი ქალია თურქეთში , ახლო აღმოსაველეთში გიჟდებიან მასზე... ესპანეთმა 2 მილიონი გადაუხადა სამკაულების რეკლამაში ... ყველაზე ძვირადღირებული ქალი მსახიობია თურქეთში თითო სერიაში 65000 ლირას უხდიან ... ხო მახინჯ მსახიობებს ასე არ აფასებენ მით უმეტეს სხვა ქვეყნები .. ჩვენ ეს ქართველები ხომ უნდა ვიყოტთ ყველაფერში გამორჩეულები და უნდა ვილანღოტ
21:05 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
გემოვნებაზე არ დაობენ.მე ტუბა მიმაჩნია ნომერ 1 ქალად.ძალიან მომწონს,საყვარელი სახე აქვს და ტანიც კარგი აქვს.რამ გაგაბოროტათ ვერ ვხვდები.ნენო თუ არ მოგწონს და არ უყურებ ახალ სერიალს ძაან იდარდებს ტუბა რაა :) და სერიალს რეიტინგი დაუვარდება.გმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს :))
20:59 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მანონი
ტუბა ტავისი სქელი უკანალით და ფეხებით საშინელებაა.არც მკერდი აქვს.საოცრად არაპროპორციულია.
19:15 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენო
ტუბას სახეზე არაუშავს. ტანი საშინელი აქვს.უფრო სწორედ -მახინჯი. ახალ სერიალში იმდენად საშინელია,ვერ ვუყურებ.ისე,თურქებს ჯიში გამოულამაზებიათ? ნამდვილად Mომწონს. დიდებულ საუკუნეში დედის როლის შემსრულებელი.რომ Mოვიძიე,მამა ლაზი ყოლია.ბათუმელი.
19:09 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა-ს
რა აქვს ლამაზი? ერთი "ლამაზის" ფოტო დადე რა? გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ამბობენ მე არ მომწონსო, თორემ ლამაზი არ არისო არ ამბობენ. მე ქალი ვა რ და ტუბათი აღფრთოვანებული ვარ!
12:50 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ტუბა მართლა ულამაზესია, ტუბას ბიოგრაფია კარგად ვიცი ,,ასის შემდეგ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სახეა თურქები შეაყვარა მსოფლიოსო , ასევე აღმოსავლეტის დედოფლის წოდებას ფლობს დიდი ხანია. ესპანეტში სადაც პენელოპა ჰყავთ, ბრილიანტების ფირმა მილიონებს უხდის მათი პროდუქცია რომ ატაროს, სხვა სურათები ნახეთ მართლა ძალიან ლამაზია.
09:21 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
mamuka
ეს ტუბა თუ ვიღაც სულაც არ მომწონს რა აქვს ამას ლამაზი? 1 და 2-ე ფოტოზე მომეწონნენ
15:49 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS